ორსულებისთვის

ორსულობა და სისხლის ჯგუფი/რეზუსი
სტატისტიკური მონაცემებით, ქალების დაახლოებით 15-20%-ს რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ორსულობის შემდეგ სისხლში რეზუსანტისხეულები - რეზუსფაქტორის საწინააღმდეგო იმუნური სხეულები აღმოჩნდება. ამას რეზუსსენსიბილიზაციას უწოდებენ. სენსიბილიზებული ორსულები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუ-თვნებიან, ვინაიდან ანტისხეულებმა შესაძლოა ნაყოფზე უარყოფითად იმოქმედოს. ასეთი რამ არცთუ იშვიათია და დედისა და ნაყოფის რეზუსშეუთავსებლობით გახლავთ განპირობებული.
რეზუსკონფლიქტი შეიძლება განვითარდეს :
- თუ წინა ორსულობა შეწყდა 8 კვირის შემდეგ;
- ქალს გადაესხა სისხლი რეზუსფაქტორის გაუთვალისწინებლად (დღეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია);
- უფროს შვილს აქვს RH(+) სისხლი;
რეზუსკონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა. ქალთა კონსულტაციაში ქალის პირველი მისვლისთანავე ადგენენ მისი სისხლის ჯგუფსა და რეზუსს. თუ რეზუსი უარყოფითია, ქალი სპეციალურ აღრიცხვაზე აჰყავთ. აუცილებელია ბავშვის მამის რეზუსფაქტორის განსაზღვრაც. თუ არსებობს რეზუსკონფლიქტის განვითარების ალბათობა, ორსულობისას სისხლს რეზუსანტისხეულებზე რამდენიმეჯერ იკვლევენ, მე-20 კვირამდე - ერთხელ, შემდეგ კი - მშობიარო-ბამდე ყოველთვე. ანტისხეულების აღმოჩენისას ორსულს შემდგომი დაკვირვებისთვის სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრში გზავნიან. რეზუსანტისხეულებზე ორსულის რეგულარული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ სიტუაცია და ავირჩიოთ მშობიარობის ვადა და მეთოდი.