ორსულებისთვის

ნამდვილი და ცრუ მშობიარობის ნიშნები
ნამდვილი და ცრუ მშობიარობის ნიშნები
ნამდვილი მშობიარობა ცრუ მშობიარობისგან განსხვავება შეკუმშვების სიხშირით და სიძლიერით.
სანამ „ ნამდვილი მშობიარობა“ დაიწყება, ორსულს შესაძლოა აღენიშნებოდეს „ცრუ“ მშობიარობის ნიშნები, ეს არის არარეგულარული საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობა, ცნობილი ბრექსტონ ჰიქსის კუმშვების სახელით. რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა, და შესაძლოა გამოვლინდეს ორსულობის მეოთხე თვიდან, იგი ორგანიზმის ერთგვარი მომზადებაა მშობიარობისთვის, თუმცა მშობიარობის მოახლოებასთან არ ასოცირდება.
როგორია ბრექსტონ ჰიქსის კუმშვების შეგრძნება?
ბრექსტონ ჰიქსის კუმშვების დროს მუცელი პერიოდულად იჭიმება და დუნდება, მათი ინტენსივობა არ მატულობს იმის და მიუხედავად, თუ რამდენდ ხშირად და რამდენად დიდ ხანს მიმდინარეობს თითოეული მათგანი. კუმშვებს შორის ინტერვალი ძირითადად ხანგრძლივია. ხშირად მათ ახასიათებთ პოზიციურობა. (იწყება პოზიციის ცვლილებისას და ქრება მოსვენებულ მდგომარეობაში.)
როგორია ნადვილი მშობიარობის დროს კუმშვების შეგრძნება?
ტკვილი, რომელიც აღიქმება ნამდვილი მშობიარობის დასაწყისში, კუმშვითი აქტივობისას, თითოელი ქალისთვის არის განხვავებული, ასევე განსხვავებულია ყოველი შემდგომი მშობიარობის დროს. ძირითადად ხასიათდება დისკომფორტით ან ყრუ ხასიათის ტკივილით წელის და მუცლის ქვედა ნაწილში. ზოგიერთი ქალი აღწერს ტკვილს თეძოების და გვერდების მიდამოში, ზოგიერთი კი, მას ძლიერ მენსტრუალურ ტკივილს ადარებს.
როგორ განვასხვავოთ ნადვილი და ცრუ მშობიარობა?
დროის მიხედვით:
- ცრუ მშობიარობის დროს შეკუმშვები არის არარეგულარული და ხშირად მათ შორის ინტერვალი საკმაოდ ხანგრძლივია.
- ნამდვილი მშობიარობის დროს შეკუმშვებს შორის ინტერვალი არის თანაბარი, ისინი იწყება რეგულარულად, მათ შორის ინტერვალი ხანმოკლეა. (შეკუმშვები გრძელდება 30-70 წამი)
პოზიციის ცვლილების მიხედვით:
- ცრუ მშობიარობის დროს შეკუმშვები შესაძლოა შეწყდეს მოსვენებულ მდგომარეობაში, ფეხით გავლისას , ან პოზიციას ცვლილებისას.
- ნამდვილი მშობიარობის დროს შეკუმშვები აუცილებად გაგრძელდება მიუხედავად პოზიციის ცვლილებისა.
როდის მივმართოთ ექიმს?
- თუ გაქვთ ღია წითელი ფერის გამონადენი საშოდან.
- საშოდან დიდი რაოდენობით სითხოვანი გამონადენი („წყლის დაღვრა“)
- ძლიერი შეკუმშვები ყოველ 5 წუთში, რომელიც გრძედება 1 საათი.
- კუმშვები რომლებიც ხელს გიშლით თავისუფლად სიარულში.
- ნაყოფის მოძრაობის ცვლილება, თუ მათ 1 საათის განმავლობაში 6-10 -ზე ნაკლებჯერ გრძნობთ.