ორსულებისთვის

მშობიარობის დაწყების პირველი ნიშნები
მშობიარობის დაწყების პირველი ნიშნები
37 კვირიდან 41 კვირამდე ორსულობა ითვლება დროულად და მშობიარობის დაწყების ალბათობა მაღალია. ეს პერიოდი, მომავალი დედისთვის, მღელვარებითაა სავსე. მნიშვენლოვანია ვიცოდეთ რას უნდა ველოდოთ მშობიარობის დაწყებისას და როდის მივმართოთ ექიმს.
პირველი, რასაც შენიშნავთ, არის მუცლის დაწევა, ნაყოფის ქვემოთ ჩასვლის გამო. ამ დროს რთულია მოსახერხებელი ძილის პოზის მოძებნა. შეიძლება გახშირდეს შარდვა და დეფეკაცია. თუმცა, დიაფრაგმაზე ზეწოლის შემცირების გამო, შესაძლოა მოიხსნას გულძმარვა და გაადვილდეს სუნთქვა.
დროული ნაყოფი ამ ვადაზე უკვე დიდია და აღარ ყოფნის ადგილი დედის ორგანიზმში. ამიტომ, შესაძლოა მისი მოძრაობები შემცირდეს ან პირიქით, გახშირდეს. ეს მოვლენა ნორმალურია და ღელვის საბაბს არ წარმოადგენს.
შესაძლოა შეამჩნიოთ საშვილოსნოს ტონუსში მოსვლა. ყრუ ტკივილი წელისა და მუცლის არეში. ეს გახლავთ, ეგრეთწოდებული, ცრუ სამშობიარო ტკივლი. ქალის ორგანიზმი ემზადება მშობიარობისათვის. ჭეშმარიტი სამშობიარო ტკვილი რეგულარულია, დროის ინტერვალში ძლიერდება და ხშირდება.
როდის მივმართოთ ექიმს:
- იმ შემთხვევაში თუ დაღვარეთ სანაყოფე სითხე. თუ იგრძენით, რომ დიდი რაოდენობით სითხე უეცრად ჩამოიღვარა საშოდან, აუცილებელია მიმართოთ კლინიკას რათა დადასტურდეს სანაყოფე მემბრანების დარღვევა და დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.
- თუ დაიწყო ძლიერი რეგულარული ტკვილი სიხშირით 10 წუთში 4-ჯერ, უნდა მიმართოთ კლინიკას რათა დადასტურდეს მშობიარობის პირველი პერიოდის დადგომა.
- თუ აღმოაჩენთ მოვარდისფრო, ლორწოვან გამონადენს. ეს გახხლავთ საცობის მოხსნა. მთელი ორსულობის განმავლობაში საშვილოსნოს ყელში არსებობს ლორწოვანი საცობი რომელიც იცავს ნაყოფს გარემო ფაქტორებისგან. მისი საშოში გამოსვლა მიანიშნებს საშვილოსნოს ყელის გახსნაზე.
- მთელი ორსულობის განმავლობაში თუკი შენიშნავთ ალისფერ, თხიერ გამონადენს ან გამონადენს სისხლის კოლტების სახით, აუცილებელია მიმართოთ კლინიკას, რათა გადამოწმდეს თქვენი და ნაყოფის მდგომარეობა.