ვიზიტზე ჩაწერა

ორსულობამდე

ორსულობის ადრეული ნიშნები

ორსულობის ადრეული ნიშნები

ორსულობის ადრეული ნიშნები

 

მტკივნეული სარძევე ჯირკვლები

განაყოფიერებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში, სარძევე ჯირკვლები შესაძლოა განსაკუთრებით მგრძნობიარე და მტკივნეული იყოს. ამ პერიოდში ორგანიზმში დიდი რაოდენობით პროგესტერონისა და ესტროგენის გამომუშავება იწყება, რაც გავლენას ახდენს მკერდის ზომაში ზრდასა და მტკივნეულობაზე

წელისა და მუცლის ტკივილი

ბევრი ქალი ამ სიმპტომს მენსტრუაციის წინა მტკივნეულობას უკავშირებს, სინამდვილეში ის საშვილოსნოს ზომაში ზრდის გამო ვითარდება.

სისხლიანი გამონადენი

ორსულობის პირველ დღეებში მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი შესაძლოა შენიშნოთ, რაც ხშირად ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების გამოა, თუმცა აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა.

თავბრუსხვევა, დაღლილობა

ორსულობის საწყის პერიოდში, თქვენი ორგანიზმი სრული დატვირთვით მუშაობს,  შესაბამისად  ქალები ხშირად უჩივიან დაღლილობას და თავბრუსხვევას

რა შეიძლება გავაკეთოთ? ხშირად დაისვენეთ, დამატებითი ენერგიისთვის მიიღეთ ორსულთა ვიტამინები, დალიეთ 2 ლიტრამდე წყალი და იკვებეთ ჯანსაღად

 

გულისრევა

ორსულობის ერთ-ერთი მთავარი პირველი ნიშანი დილის ტოქსიკოზია, იგი ორსულთა 85 % ში გვხვდება და საშუალოდ პირველი ტრიმესტრის ბოლომდე გრძელდება.  ორსულთა ტოქსიკოზი ქალის ორგანიზმში გამომუშავებულ ქორიონულ გონადოტროპინთანაა დაკავშირებული.

შებერილობა

ორსულობის საწყის პერიოდში, პროგესტერონის დიდი რაოდენობით გამომუშავება ნაწლავთა მოქმედების გაიშვიათებას იწვევს, რაც ხშირად შებერილობით ვლინდება.

 

ხშირი შარდვა

თქვენ ალბათ თვლით რომ ქალები ორსულობის გვიან ვადებზე უჩივიან ხშირ შარდვას, თუმცა ის შეიძლება პირველ ტრიმესტრშიც შეგვხვდეს, რაც თირკმლებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებასთანაა ასოცირებული.

 

ხასიათის ხშირი ცვლილება

ხშირად გეცლებათ ხასიათი დღის განმავლობაში? არ ინერვიულოთ, ის ქორიონული გონადოტროპინის (ორსულობის ჰორმონის) მატების გამო ხდება

 

 

 

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">