ორსულებისთვის
ამნიოცენტეზი
ამნიოცენტეზი და ქორიონის ბუსუსების ბიოფსია დაგვეხმარება გავიცნოთ და შევისწავლოთ ჩვენი პატარა მოლეკულურ დონეზე.
ამნიოცენტეზი არის პროცედურა, რომელიც ორსულობის დროს ტარდება ნაყოფის ქრომოსომულ დონეზე კვლევისათვის. ყველაზე ხშირად, ამნიოცენტეზის პროცედურა კეთდება ორსულობის 16-დან 20 კვირამდე (ნაყოფის ფორმირების პერიოდი). ამ მანიპულაციის დროს იღებენ ამნიონური სითხის ნიმუშს. ამნიონური სითხე შეიცავს უჯრედებს, რომლებსაც ნაყოფი ბუნებრივად იშორებს და შესაბამისად შეიცავს მის დნმ-ს. უჯრედები და ცილები, რომლებსაც შეიცავს ამნიონური სითხე,შეისწავლება ლაბორატორიაში ნაყოფის სხვადასხვა ანომალიების გამოსავლენად.
როდის უნდა ჩატარდეს ?
გენეტიკური ტესტირება :
დადებითი შედეგი პრენატალურ სკრინინგის ტესტებზე ;
მშობლების მცირე ასაკი ან მეტი 35 წ;
ახლონათესაური ქორწინება;
ორსულობის ადრეულ ვადაზე ტერატოგენული ან საეჭვო მედიკამენტების მიღება;
წინა ორსულობის დროს ქრომოსომული ანომალია ან ნერვული მილის დეფექტი;
მკვდარშობადობები ანამნეზში;
გენეტიკური პათოლოგიით დატვირთული გენეალოგია;
მშობლების ატიპიური კარიოტიპ;.
არანორმანული ყლტარბგერითი კვლვეა (კისრის ნაჭის სისქე მეტი 3 მმ ან ცხვირის ძვალის სიმცირე).
ნაყოფის ფილტვების ტესტირება
ფილტვების სიმჭიფის დადგენა-რ.დ.ს.
L/s ლეციტინ-სფინგომიელინის, PG ფოსფატიდილგლიცეროლის და S/A განსაძღვრა სანაყოფო სითხეში.
ნაყოფისა და საშვილოსნოსშიდა ინფექციების დადგენა.
მამობის ტესტის დადგენა.
მკურნალობის მიზნით;
ემბრიოის რედუქცია, ამნიორედუქცია, კორდოცენტეზი, ამიოინფუზია,ანემიის დასადგენად, სხვადასხვა მანიპულაციები ნაყოფზე.
ქორიონის ბუსუსების ბიოფსია
- ქორიონის ხაოების ქსოვილის მიღება ქრომოსომული დაავადების, ქრომოსომული ანომალიის მატარებლობის და მონოგენური დაავადების გამოვლენის მიზნით.
- ქორიონის ხაოების ბიოფსია ამნიო და კორდოცენტეზისაგან განსხვავებით გვაძლევს საშუალებას ადრეულ ვადაზე იქნას დიაგნოსტირებული ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტები.
რატომ?
- გამოვლინდეს დაუნის სინდრომი, ტრისომი 13, ტრისომია 18, სასქესო ქრომოსომების ანეუპლოიდია, სასქესო ქრომოსომების ანომალიები, ნერვული მილის დეფექტი, ანენცეფალია, სპინა ბიფიდა, იშვიათი, მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევები.
რომელი?
- ამნიოცენტეზი >15 კვ;
- ქბბ >10 კვ;
ქბბ იძლევა საშუალებას პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკისა .
როგორ ტარდება მანიპულაცია?
- საინექციო ნემსი ;
- ექოსკოპიური კონტროლი ;
- საბიოფსიო გადამყვანი.