ორსულებისთვის
34 კვირა
თქვენ 34 კვირის ორსული ხართ
დედისა და ბავშვის ორგანიზმებს შორის სისხლის მიმოქცევის პროცესი
მთელი ორსულობის განმავლობაში ნაყოფის და პლაცენტის ზრდასთან ერთად თქვენი საშვილოსნოს სისხლის მომარაგების სისტემა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა. ეხლა როცა ის სრულად არის ჩამოყალიბებული თქვენი სისხლის საერთო მოცულობის მეექვსედი მასში არის მოქცეული.
ბავშვის დაბადებისათვის პლაცენტა იკავებს საშვილოსნოს შიდა სივრცის 15–დან 30% მდე და იწონის 2.5 კილოგრამს. თვითონ პლაცენტა დაახლოვებით 800 გრამს იწონის, დანარჩენი არის სისხლის მოცულობა, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის.
ორსულობის დროს ამნიონური სითხე, რომელიც გარს აკრავს ახალშობილს, არეგულირებს წნევას საშვილოსნოს შეკუმშვების დროს და ნაყოფის სხეულზე თანაბრად ანაწილებს ზეწოლის ძალას, რათა სხეულის ერთმა ნაწილმა, სხვა ნაწილთან შედარებით, მეტი დატვირთვა არ მიიღოს. ამნიონური სითხე ასევე ხელს უწყობს შეკუმშვების დროს დედისა და ბავშვის ორგანიზმებს შორის სისხლის მიმოქცევის უწყვეტობას.
აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ზომაში ზრდის გამო დიაფრაგმა აწვება თქვენს გულს და ის ადგილმდებარეობას შეიცვლის და ოდნავ მაღლადა მარცხნივ გადაინაცვლებს.