ორსულებისთვის
28 კვირა
თქვენ 28 კვირის ორსული ხართ
ბავშვის თვალები ემზადება მხედველობისთვის დაბადების შემდეგ.
თქვენს პატარას ახლა უკვე შეუძლია მოძრაობა თვალის ბუდეში. ასევე, შეუძლია გაახილოს და დახუჭოს თვალები და რეაგირებს სინათლის ცვლილებაზე. განათების განსხვავება კი ეხმარება მას დღისა და ღამის ციკლის გარჩევაში. თქვენი ბავშვის თვალები არის მგრძნობიარე სხვადასხვა დონის სინათლისა და სიბნელისადმი, მაგრამ ჯერ ვერ აღიქვამს საგნებს. ხილული სპექტრის სინათლის ტალღები გადამუშავდება მხედველობით ინფორმაციად თქვენი პატარას ტვინში. პრაქტიკულად, თქვენს პატარას შეუძლია დანახვა.
რას "ხედავს" საშვილოსნოში თქვენი პატარა? წარმოიდგინეთ ერთი წუთით როგორ გამოიყურება საშვილოსნო შიგნით. თქვენი სხეულის ტანსაცმლის დაფარვის გარეშე, ნათელი სინათლის ან მზის სინათლის ქვეშ, ბავშვის სამყარო შესაძლოა იყოს მოვარდისფრო, სისხლძარღვებში გამავალი ნათელი სხივების ფონზე. ღამით, ტანსაცმლის ქვეშ, ან ჩაბნელებულ ოთახში ყოფნის დროს საშვილოსნოს შიგნით იქნება სიბნელე.
ბავშვის თვალები ემზადება მხედველობისთვის დაბადების შემდეგ. დაბადებისას ბავშვი არჩევს წითელს, ყვითელს და მწვანე ფერებს.
ამ კვირის დასასრულისთვის ნაყოფის სიგრძე იქნება დაახლოებით 28 სმ