ორსულებისთვის
31 კვირა
თქვენ 31 კვირის ორსული ხართ
31–ე კვირის დაწყებასთან ერთად თქვენი ბავშვი აგრძელებს ზრდას აჩქარებული ტემპით. ამ მომენტისათვის მისი სიგრძე შეადგენს 305 მილიმეტრს, ხოლო წონა 1,700 გრამს. ამ კვირის ბოლომდე ის გაიზრდება კიდევ დაახლოებით 9,5 მილიმეტრით. 31 კვირისთვის ნაყოფი, როგორც წესი, იღებს იმ მდგომარეობას, რომელშიც უნდა დაიბადოს.
ბავშვის კიდურებს აქვთ უფრო სრულყოფილი ფორმა და კანს –ჯანსაღი ფერი. თავის ქალას ძვლები ჯერ არ არის გამაგრებული, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს ადვილად გადაადგილდეს დაბადებისას. ნაყოფის სხეულზე არსებული საცხის რაოდენობა მცირდება. გრძელდება ფილტვების განვითარება. სწრაფად ვითარდება ნაყოფის სხვა ორგანოებიც. ტვინში ყალიბდება სხვადასხვა უბანი. თავზე ეზრდება სქელი და გრძელი თმა. ნაყოფის მოძრაობით აქტიურობა საგრძნობლად შემცირებულია.
საშვილოსნოს ზომაში ზრდასთან ერთად ის ნაწლავებს და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს სულ უფრო და უფრო მაღლა წევს. ამის გამო თქვენ შეიძლება განიცადოთ შეკრულობა.
ამ მომენტისათვის ამნიონური სითხის მოცულობამ თავის პიკს მიაღწია. ბავშვის ზომაში ზრდასთან ერთად ამნიონური სითხის მოცულობა ბავშვის ზომასთან შეფარდებით შემცირდება, რის გამოც თქვენ უფრო აქტიურად იგრძნობთ ნაყოფის მოძრაობას. ორსულობის დროისათვის ამნიონური სითხის მოცულობა დაახლოებით ერთ ლიტრს მიაღწევს.
ამ კვირის ბოლოს ნაყოფის თავის ტვინის ზრდასთან ერთად მისი თავის ქალის გარშემოწერილობა გაიზარდა დაახლოებით 9.5 მილიმეტრით.