ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

14 კვირა

14 კვირა

თქვენ 14 კვირის ორსული ხართ

ნაყოფის სქესის დადგენა შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით

ორსულობის ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია გაიგოთ ნაყოფის სქესი ულტრაბგერითი გამოკვლევის გამოყენებით.

თქვენი პატარას თავი და კისერი უფრო მოქნილია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ 13 დან 16 კვირის ჩათვლით ხდება ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაამ თვის განმავლობაში თქვენი ნაყოფის ტანი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე თავი, რომელიც ვერტიკალურადაა განთავსებული და  ნიკაპით ეყრდნობა მკერდს. ნაყოფის ფეხები გამართულია და კარგად არის განვითარებული.

თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ სითხე ძუძუში - ეს არის ხსენი ( მოყვითალო სითხე  მდიდარი ცილებით  და ანტისხეულებით). ქალის მკერდი იწყებს მომზადებას ორსულობის დროს ლაქტაციისთვის

თქვენი საშვილოსნო იზრდება და  აწვება  შარდის ბუშტს, რის გამოც თქვენ ამჩნევთ, რომ ხშირად შარდავთ, ხშირი შარდვა შეიძლება გაგრძელდეს თქვენი

ორსულობის ბოლომდე. მშობიარობის შემდეგ ზეწოლა შემცირდება შარდის ბუშტზე და შემცირდება შარდვის სიხშირეც.

თქვენი პატარის სიგრძე არის 120 მმხოლო წონა 104,5.

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">