ახალშობილებისთვის
8 თვე
განვითარება 8 თვის ასაკში
რვა თვის ბავშვი სწავლობს უცხოობას, ხშირად ეშინიათ მათთვის უცნობი ადამიანების. შეეცადეთ, შეუქმნათ ნაცნობი და კომფირტული გარემო. დამტკიცებულია, რომ ახალშობილობის პერიოდიდანვე, ბავშვი, რომელიც იზრდება ემოციურად თბილ გარემოში, ზრდასრულ ასაკში, სტრესის მიმართ მეტად მდგრადია.
ფიზიკური განვითარება:
- ხოხავს;
- დაყრდნობით დგება ფეხზე;
- შეუძლია მცირე ზომის საგნების აღება ორი თითით;
ფსიქოემოციური განვითარება:
- თავდაჯერებულად გრძნობს თავს ნაცნობ გარემოში;
- ემოციების დიაპაზონი ფართოვდება: შესაძლოა შევამჩნიოთ გახარება, უკმაყოფილება, გაკვირვება, გაოცება;
- ხმამაღლა იმეორებს მარცვლებს;
- იჩენს ინტერესებს ახალი საგნების მიმართ.