ახალშობილებისთვის
2 თვე
2 თვის ასაკში
ამ ასაკისათვის ბავშვი საგრძნობლად ნაკლებ დროს ატარებს ძილში: ჩნდება დღის განმავლობაში ფხიზლობის ხანგრძლივი პერიოდები, დღის ძილის დრო მცირდება. გამომუშავდება ღამის ძილის რეჟიმი: ახლა ის უკვე შეადგენს 10-12 საათს კვებისთვის განკუთვნილი შუალედების ჩათვლით, რომელთა დროსაც, ბავშვმა შესაძლოა, საერთოდ არ გამოიღვიძოს.
ფიზიკური განვითარება:
- მუცელზე წოლისას, შეუძლია თავის 45 გრადუსის კუთხით აწევა;
- ტრიალდება გვერდიდან ზურგზე;
- ვერტიკალურ მდგომარეობაში იჭერს თავს 1-2 წუთის განმავლობაში;
- თვალს ადევნებს მოძრავ საგნებს;
- ატრიალებს თავს ხმის წყაროსაკენ;
- მცირდება ხელის ჰიპერტონუსი.
ფსიქოემოციური განვითარება:
- აქტიურობს დედის დანახვისას, რაც გამოიხატება ხელებისა და ფეხების მოძრაობით, ღიმილითა და ღუღუნით;
- ირინდება ხმის გაგონებისას;
- იღიმება თბილი მიმართვის საპასუხოდ;
- რეაგირებს ნაცნობ ხმებზე;
- ღუღუნებს.
ხელი შეუწყეთ თქვენს პატარას: დაკიდეთ ბავშვის საწოლზე მკვეთრი ფერისა და ფორმების საგნები, რადგან ფორმისა და ფერების აღქმის განვითარება სტიმულირებადია.