ახალშობილებისთვის
11 თვე
განვითარება 11 თვის ასაკში
თქვენი პატარას დაბადების დღემდე 1 თვე რჩება! დაიწყეთ ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავთ მის პირველ დღესასწაულს.
ფიზიკური განვითარება:
- დამოუკიდებლად დგას;
- დადის ცალი ხელის მოკიდებით;
- შესაძლოა, გადადგას პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები;
- იხრება სასურველი საგნის ასაღებად ჩაკუზვის გარეშე;
ფსიქოემოციური განვითარება:
- აცნობიერებს ნივთების დანიშნულებას;
- თავისებურად ასახელებს უმეტეს საყოფაცხოვრებო ნივთებს;
- მიუთითებს სასურველი საგნისა ან მოქმედების მისაღებად.
- აქტიურად რეაგირებს უცხო გარემოსა და ადამიანებზე;
- ცდილობს, თავად მიიტანოს კოვზი პირთან.
შეგიძლიათ, ჩაატაროთ ტესტი. დაუდეთ ბავშვს საყვარელი სათამაშო და შეამოწმეთ რომელ ხელს წაიღებს პირველად მისკენ. ამ ტიპის ქმედებით, ამ ასაკში, უკვე შესაძლებელია იმის დადგენა, ცაცია არის თქვენი პატარა თუ მემარჯვენე