ახალშობილებისთვის
10 თვე
განვითარება 10 თვის ასაკში
ამ დროისათვის ბავშვის მამოძრავებელი უნარები საკმაოდ განვითარებულია. შეუწყეთ ხელი მის განვითარებას წიგნების წაკითხვით, აუდიოზღაპრების მოსმენით, სხვადასხვა თამაშებით.
ფიზიკური განვითარება:
- დადის ორივე ხელის მოკიდებით;
- აუმჯობესებს მისთვის უკვე ნაცნობ მოქმედებებს;
- იღებს საგნებს ცალი ხელით;
ფსიქოემოციური განვითარება:
- აუმჯობესებს მეტყველებას სხვადასხვა სიტყვების დამატებით;
- აღნიშნავს სხვადასხვა მარცვლებით გარკვეულს საგნებს;
- იცის ხელის დაქნევით დამშვიდობების გამოხატვა;
- იცის ზოგიერთი ნივთის ადგილი;
- ხვდება, როდის აქებენ და როდის უბრაზდებიან;
- ახსოვს საყვარელი სათამაშო.
პატარას უკვე შეუძლია, გარკვეული დროის მანძილზე, თავად გაერთოს. გამოიყენეთ ეს დრო! მიირთვით ფინჯანი ყავა, დაურეკეთ მეგობარს. დაუთმეთ დრო საკუთარ თავსაც.