ვიზიტზე ჩაწერა

ორსულობამდე

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის

 

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომაც სასურველია ის სწორად იყოს დაგეგმილი.

პირველ რიგში შეგიძლიათ დაორსულებამდე 2-3 თვით ადრე დაიწყოთ ფოლიუმის მჟავის ყოველ დღიური მიღება, კველევებით დადასტურებულია რომ ფოლიუმის მჟავა ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკებს ამცირებს

გამომდინარე იქედან რომ ორსულობის პერიოდში წონის ნამატი დიდია, სასურველია გავითვალისწინოთ წონაში რამდენიმე კილოგრამის დაკლება ორსულობის დადგომამდე. მაღალი საწყისი წონა ისეთ დაავადებებთანაა დაკავშირებულია როგორიცაა გესტაციური დიაბეტი და პრე ეკლამფსია.

აუცილებელია შეწყვიტოთ სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარება, მათი გავლენა ნაყოფის განვითარებაზე ძალიან დიდია და ასოცირებული ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენასა და ნაადრევ მშობიარობასთან

თუ უკვე გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რამე პრობლემა, გაიარეთ კონსულტაცია შესამაბის ექიმთან, შეეცადეთ კარგად გაარკვიოთ ორსულობასთან დაკავშირებული რისკები და ამ მონაცემების საფუძველზე მიმართეთ უკვე მეან-გინეკოლოგს

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">