Book appointment

Advices for pregnants

გინგივიტი და ორსულობა

გინგივიტი და ორსულობა

ორ­სულ­თა გინ­გი­ვი­ტი

თუკი კბი­ლე­ბის გა­მო­ხეხ­ვის დროს ჯაგ­რის­ზე სის­ხლის წვე­თი გაჩ­ნდა ან კბი­ლის პას­ტის ქაფი მო­ვარ­დის­ფროდ შე­ი­ფე­რა, უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ ღრძი­ლე­ბი­დან სის­ხლდე­ნა და­ი­წყო. სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი ამას ორ­სულ­თა გინ­გი­ვიტს უწო­დე­ბენ. ეს  არ­ცთუ იშ­ვი­ა­თი პა­თო­ლო­გი­აა და, რო­გორც წესი, ორ­სუ­ლო­ბი­სას ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე ჰორ­მო­ნუ­ლი ძვრე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ღრძი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მა, სა­ჭი­როა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით სტო­მა­ტო­ლოგს ეწ­ვი­ოთ - იგი იო­ლად გა­გი­სუფ­თა­ვებთ პი­რის ღრუს კბი­ლის ნა­დე­ბის­გან, ე.წ. ქვე­ბის­გან, და არა­სა­სურ­ვე­ლი მიკ­რო­ბე­ბის­გან. შე­საძ­ლოა, სის­ხლდე­ნის­გან, უბ­რა­ლოდ, ჯაგ­რი­სის გა­მოც­ვლა­მაც გიხ­სნათ.

პი­რის ღრუს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ღრძი­ლე­ბის მო­სავ­ლე­ლად გა­მო­გად­გე­ბათ მცე­ნა­რე­უ­ლი სავ­ლე­ბი (გვი­რი­ლის, სალ­ბის,  კა­ლენ­დუ­ლას, მენ­თო­ლის). ისი­ნი სა­სარ­გებ­ლოა ნერ­წყვის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გა­მო­ყო­ფის დრო­საც, რაც ორ­სუ­ლო­ბი­სას არ­ცთუ იშ­ვი­ა­თია.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">