ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

სისხლის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზი

ანალიზის დროს განისაზღვრება სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრები.

ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს მინიმუმ 3-ჯერ:

  • ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე
  • ორსულობის გინეკოლოგიურ 18-24 კვირას
  • ორსულობის გინეკოლოგიურ 30-32 კვირას

მშობიარობამდე - ორსულობის გინეკოლოგიურ 36 კვირისთვის - შესაძლოა მხოლოდ ჰემოგლობინის მაჩვენებელი განისაზღვროს.

სისხლის საეთო ანალიზი საშუალებას აძლევს ექიმებს შეაფასონ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა: ორგანიზმში მიმდინარე დარღვევების დროს ყველაზე პირველი (სიმპტომების გამოჩენამდე) იცვლება სწორედ ამ ანალიზის მაჩვენებლები, ასევე ამ ანალიზით კომპლექსურად ჩანს არა რომელიმე ერთი სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობა

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !