ვიზიტზე ჩაწერა

პედიატრია

2018-04-08 18:15:05

გაგუას კლინიკა გთავაზობთ მაღალკვალიფიციური პედიატრების მომსახურებას და სერვისების ფართო სპექტრს.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

  • ახალშობილთა პატრონაჟი;
  • იმუნიზაცია კალენდარული სქემის მიხედვით;
  • ბავშვთა გლობალური განვითარების შეფასება და ხელშეწყობა;
  • დაბადებიდან 18 წლამდე ავადობის კვლევა და მართვა;
  • ნევროლოგის კონსულტაცია, როგორც ჯანმრთელი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, ასევე სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში (მაგ: ქცევისა და ემოციების დარღვევები, განვითარების პრობლემები, ენურეზი და ა.შ.);
  • საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან,ბავშვთა ჯანსაღ კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ;
  • ბავშვთა ოფთალმოლოგის მომსახურება;
  • ბავშვთა სტომატოლოგის მომსახურება;
  • ბავშვთა გინეკოლოგის მომსახურება;
  • ბავშვთა დერმატოლოგის მომსახურება;

 

იმუნიზაციის კაბინეტი გაგუას კლინიკაში!

იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ (პრევენციულ) ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.
ზოგიერთი დაავადებების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის მეშვეობით, რომელიც ითვლება დაავადებებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ და ეკონომიური საშუალებად თანამედროვე მედიცინაში.

დროულად აცერით და დაიცავით პატარა საშიში დაავადებებისგან!

სურათები