ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

სუნთქვის  გაძნელება ორსულობის დროს

სუნთქვის გაძნელება ორსულობის დროს

სუნთქვის  გაძნელება ორსულობის დროს 

 

რა  იწვევს სუნთქვის გაძნელებას ორსულებში ? 


ორსულების   უმეტესობა  (60–70 %)  უჩივის სუნთქვის  გაძნელებას ორსულობის  როგორც ადრეულ , ასევე მოგვიანებით  პერიოდში. ეს არ არის საზიანო და არ  ახდენს გავლენას  ჟანგბადის რაოდენობაზე რომელსაც ნაყოფი იღებს . 

ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის საშვილოსნოს ზომაში მატება, რომელიც კომპრესიას ახდენს დიაფრაგმაზე, ფილტვებზე და იწვევს ფიზიოლოგიურად სუნთქვის გაძნელებას. ზოგიერთ ორსულს აღნიშნული პრობლემა ეწყება ორსულობის არეულ ვადაზე, ზოგი კი ცვლილებებს ამჩნევს მეორე და მესამე ტრიმესტრში. 

 

პირველი ტრიმესტრი : 

ნაყოფი არ არის იმ ზომის რომ გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ცვლილებები იმდენად უმნიშვნელოა რომ მხოლოდ იშვიათად ამჩნევს ორსული. ორსულობის დასაწყისში ასევე იმატებს ჰორმონ-პროგესტერონის რაოდენობა, რაც იწვევს სუნთქვის გახშირებას. ეს პროცესი ორსულმა შეიძლება აღიქვას როგორც სუნთქვის გახშირება. პროგესტერონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაყოფის განვითარებაში, ზრდის ფილტვის მოცულობას, რაც საშუალებას აძლევს სისხლს დიდი რაოდენობით  ჟანგბადი მიაწოდოს ნაყოფს . 

 

მეორე  ტრიმესტრი : 

ორსულობის ვადის მატებასთან ერთად იზრდება ნაყოფის ზომა და სუნთქვის გაძნელებამ შეიძლება იჩინოს თავი, რადგან გაზრდილი საშვილოსნო აწვება დიაფრაგმას.

 

მესამე ტრიმესტრი : 

მესამე ტრიმესტრში სუნთქვა შეიძლება გახდეს უფრო მარტივი ან კიდევ  უფრო  გართულდეს.  ეს დამოკიდებულია საშვილოსნოში ნაყოფის მდებარეობაზე. 

 

ორსულობის  ბოლოს: 

ორულობის ბოლოს შეიძლება სუნთქვის პრობლემები შემცირდეს, რადგან ნაყოფის თავი გადაადგილდება მენჯის ღრუში და ემზადება დაბადებისთვის . 

 

სუნთქვის გაძნელებამ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას ორსულს და შეზღუდოს მისი ფიზიკური აქტივობა. საბედნიეროდ არსებობს რამდენიმე საშუალება რამაც შეიძლება ორსულს შეუმსუბუქოს სიმპტომები : 

  • სწორი  პოზიცია: ჯდომა ან  სწორი დგომა აადვილებს სუნთქვას. 
  • იმოძრავეთ ნელა, რაც გაადვილებს  გულისა და ფილტვების მუშაობას.
  • ხელები აწიეთ მაღლა, ამ დროს ფართოვდება გულმკერდის არე და უფრო მარტივდება სუნთქვა
  • ძილის დროს მოათავსეთ ბალიში ზურგის ზედა ნაწილში
  • ორსულთა ქამარი

 

ორსულობის დროს ქვემოთ აღნიშნული სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ორსულმა დროულად მიმართოს მეან-გინეკოლოგს, ჩაიტაროს ნაყოფის ულტრასონოგრაფიული კვლევა, რათა გამოირიცხოს თრომბოზი:
✔ ციანოზი (მოლურჯო ელფერი)ტუჩებზე, ხელის და ფეხის თითებზე
✔ გულის ფრიალის შეგრძნება
✔ გულისცემის მკვეთრი აჩქარება
✔ ტკივილი სუნთქვის დროს
✔ სუნთქვის მკვეთრად გაუარესება დინამიკაში
✔ სუნთქვის დროს მსტვინავი ხიხინი

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">