ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

იზომება სისხლში სხვადასხვა ბიოქიმიური კომპონენტების კონცენტრაცია.

ანალიზი არ ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს. ანალიზის ჩატარების საჭიროება გამოიკვეთება ექიმის მიერ, თუ:

ორსულ ქალს ორსულობამდეც აღენიშნებოდა შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, თირკმელების, გულის, სისხლის, ნაწლავების) დაავადებები ან ამ ორსულობისას გამოუვლინდა ამ დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომატიკა;

ორსულ ქალს აქვს ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ან ჰიპოტენზია (დაბალი წნევა), ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი,  ანემია, ძლიერი ადრეული ტოქსიკოზი (ხშირი ღებინება), შარდვის შემცირება, გაძლიერება და/ან შეუკავებლობა, შაკიკი (თავის ძლიერი ტკივილი), კრამპი (კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები);

მიყოლებული ორსულობაა - წინა მშობიარობიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები;ნაყოფს აღენიშნება ჰიპოქსიის და/ან განვითარების შეფერხების ნიშნები.კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს მოახდინოს დიაგნოსტიკა - როგორ მუშაობენ შინაგანი ორგანოები (ღვიძლი, თირკმლები, გული, ნაწლავები და სხვ), როგორ მიდის ორსულის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა (ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების), როგორია ვიტამინების და მიკროელემენტების შემცველობა.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">