ორსულებისთვის

ქვემო კიდურების შეშუპება ორსულობის დროს
ქალების უმეტესობას უვითარდება მუხლების და ტერფების შეშუპება ორსულობის დროს. ბუნებრივია ეს მდგომარეობა თქვენ გაგიჩენთ გამოსავლის მოძებნის სურვილს, რადგან შეშუპება შემაწუხებელია. იმის ცოდნა თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა მოგცემთ საშუალებას იგრძნოთ თავი მაქსიმალურად კომფორტულად.
რატომ ვითარდება შეშუპება ორსულობის დროს?
სამი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება განუვითარდეს ორსულ ქალს შეშუპება.
- ორსულობის დროს თქვენს ორგანიზმში უფრო მეტი სისხლი წარმოიქმნება იმისათვის რომ დაეხმაროთ ნაყოფს ზრდაში.
- ნაყოფის ზომაში ზრდასთან ერთად, თქვენი საშვილოსნო მსუბუქად აწვება ვენებს, რომლების მეშვეობითაც ქვემო კიდურებიდან გულისკენ ბრუნდება სისხლი.
- თქვენი ჰორმონები ვენებს უფრო სუსტს ხდის, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, თქვენი სისხლი დეპონირდება ქვემო კიდურებში. სწორედ ამ დროს სისხლის მცირე ნაწილი მცირე ზომის კაპილარებიდან გამოაღწევს ქსოვილებში და სწორედ ეს არის ის შეშუპება, რომელსაც თქვენ გრძნობთ.
როდის დამეწყება შეშუპება და სხეულის რა ნაწილებში?
შეშუპება უნდა იყოს მხოლოდ მუხლების და ტერფების მიდამოში. აგრეთვე, თქვენი ხელის თითები შესაძლოა უფრო მსხვილი გახდეს, იგრძნობთ, რომ ბეჭდის გაკეთება გიჭირთ.
შეშუპება ორსულ ქალებს, უხშირესად ეწყებათ დღის მეორე ნახევარში. ამის ძირითადი მიზეზი გრავიტაციაა - ნებისმიერი ორგანიზმის ზედმეტი სითხე დაგროვდება ქვემო კიდურებში, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ ძირითად დროს ფეხზე დგომაში ატარებთ.
შეშუპება ასევე უფრო ხშირად ვითარდება ორსულობის გვიან ვადაზე.
თანდათანობითი შეშუპება არ არის ზიანის მომტანი თქვენთვის და თქვენი პატარასთვის მუცელში, მაგრამ ის შეიძლება იყოს დისკომფორტის მომტანი.
როგორ შეიძლება შევამცირო შეშუპება?
ზოგიერთი რამ შესაძლოა დაგეხმაროთ შეშუპების დროს დისკომფორტის მოხსნაში და ასევე ხელი შეუწყოს მის განვითარებას.
ცადეთ:
- თავი აარიდოთ ხანგრძლივად ფეხზე, უძრავად დგომას
- ატარეთ თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი
- დადეთ ქვემო კიდურები რაც შეიძლება შემაღლებულზე
- შეამცირეთ მარილი კვების რაციონში
- დაიძინეთ მარცხენა გვერდზე, რაც ხელს შეუწყობს სისხლის გულისაკენ მიდინებას
- ივარჯიშეთ რეგულარულად (სიარული, ცურვა), ის გააუმჯობესებს თქვენს სისხლის მიმოქცევას.
თუ ხშირად გიწევთ ფეხზე დგომა, ეცადეთ იმოძრაოთ და ხშირად შეიცვალოთ პოზიცია.
კომპრესიული გეტრების ჩაცმა დაეხმარება სისხლს გულისაკენ მიდინებაში და შეამცირებს შეშუპებას.
იმისდა მიუხედავად, რომ შეშუპება თავს მოგაბეზრებთ არ შეწყვიტოთ ჭარბი სითხის მიღება, რადგან თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.
ნორმალურია თუ პათოლოგიური შეშუპება?
ორსული ქალების უმეტესობას უშუპდებათ ქვემო კიდურები და ეს სრულიად ნორმალურია. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეშუპება გარკვეული პათოლოგიების მაჩვენებელია.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამკურნალო დაწესებულებას, თუ:
- შეშუპება გაქვთ დღის დასაწყისში ან არ გადის დასვენებასთან ერთად
- შეშუპებული გაქვთ სახე ან ზედა კიდურები
- შეშუპება იმაზე მკაფიოდ მომატებულია ვიდრე აქამდე გქონიათ