ორსულებისთვის
სანაყოფე წყლების დაღვრა
სამშობიარო ქმედებების დაწყების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სანდო ნიშანი სანაყოფე წყლების დაღვრაა.
რა არის სანაყოფე წყალი? ორსულობის დროს ნაყოფი მოთავსებულია ამნიონურ ბუშტში, რომელიც სავსეა ამნიონური სითხით, სწორედ მას ეწოდება სანაყოფე წყალი.
როგორც წესი, სანაყოფე წყლების დაღვრა ხდება სამშობიარო ტკივილების დაწყების შემდეგ, მაგრამ ხშირია შემთხვევები როცა წყლების დაღვრა ტკივილების დაწყებამდე ხდება, ასეთ მდგომარეობას სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა ეწოდება.
სანაყოფე წყლების დაღვრის დროს შესაძლოა გქონდეთ უნებლიე შარდვის შეგრძნება, ან პირიქით, მხოლოდ მცირედი სისველე იგრძნოთ, ამ დროს ნაყოფის თავი ერთგვარ ბარიერს ქმნის და შედეგად სანაყოფე სითხე „ჟონავს“.
სანაყოფე სითხის დაღვრა მშობიარობის დაწყებას მოასწავლებს და თუ უკვე ტკივილი არ გაქვთ, ნუ დაელოდებით მის დაწყებას. აუცილებლად მიმართეთ სამშობიაროს