ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

როგორ ვიკვებოთ ორსულობის დროს

როგორ ვიკვებოთ ორსულობის დროს

ორსულისთვის აუცილებელია ბალანსირებული დიეტა რომელიც ორგანიზმს საკმარის ცილებს ცხიმებსა და ნახშირწყლებს აწვდის. ორსულს დიეტა დაახლობით 300 კილო კალორიით უნდა გაიზარდოს.  ცილების ძირითად წყაროს წარმოადგენს ხორცი, თევზი კვერცხი; ლობიო; თხილი და კაკალი; პარკოსანი კულტურები, როგორიცაა სოიო, ოსპი, ბარდა და ა.შ.  ნახშირწყლების წაროდ სასურველია გამოვიყენოთ დაუტკბობელი ბურღულეული და მოვერიდოთ ტკბილეულსა და თეთრ პურს.  ორსულისათვის სასურველია რძის ნწარმი რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს:  როგორიცაა პასტერიზებული დაბალ ცხიმიანი  რძე, მაგარი ყველი, იოგურტები. თერმულად კარგად დამუშავებული თევზის პროდუქტის მიღება სასურველია კვირაში ორჯერ.

საკვები რომლებიც დიდი რაოდენობით შეცავენ ცხიმებს, შაქარს ან ორივეს ერთად: კარაქი (მცენარეული კარაქის ჩათვლით), ზეთი, არაჟანი, კრემები, შოკოლადი, ჩიფსები,ბისკვიტები, ნამცხვრები, საკონდიტრო ნაწარმი ნაყინი, გამაგრილებელი სასმელები. ნაკლებად სასურველია ორსულისათვის. თუმცა მცირე რაოდენობით მიღება დასაშვებია.

ორსულმა ყველა დამატებითი მინერალი და ვიტამინი საკვებისაგან უნდა მიიღოს. მწვანე მცენარეულში დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავააა რომელიც ასე აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის. ორსულისთვის სასურველია დიდ რაოდენობით ხილისა და ბოსტენულისმიღება დაახლოებით დღეში ორჯერ.

უჯრედისით მდიდარი საკვები დაგეხმარებათ ყაბზობის დაძლევაში. კოჭას მიღება ნაყენის ან ფხვნილის სახით მოგიხსნით ღებინებას. ორსულისათვის სასურველია დღისგანმავლობაში ორ ლიტრამდე სითხის მიღება რათა თვიდან ავიცილოთ დეჰიდრატაცია.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">