ორსულებისთვის
19 კვირა
თქვენ 19 კვირის ორსული ხართ
თქვენ ორსულობის ნახევარი გაიარეთ
19-მა კვირამ გაიარა და დაგრჩათ კიდევ 19 კვირა, დღეიდან თქვენი ორგანიზმი იწყბს მომზადებას მშობიარობისთვის, ხოლო თქვენი პატარა ემზადება საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებისთვის.
ამ კვირის განმავლობაში, თქვენი პატარას ტვინი იწყებს სწრაფად ზრდას. აგრეთვე იწყება ფილტვების ფუნქციონერებისთვის აუცილებელი ნივთიერების - სურფაქტანტის გამოყოფა.
პატარა მგრძნობიარე ხდება გარეგანი ხმაურის მიმართ. ხმამაღალმა საუბარმა, მაღალმა მუსიკამ, თუნდაც ავტომანქანის ან სარეცხი მანქანის ვიბრაციის ხმამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი პატარას გააქტიურება.
იმ შემთხვევაში თუ ნაყოფი არის მამრობითი სქესის, მისი სათესლე ჯირკვლები იწყებენ ჩამოსვლას ბოქვენის მიდამოდან სათესლე პარკში.