ორსულებისთვის
ორსულობა და ვენების ვარიკოზი
ვარიკოზი ვენების დაავადებაა, დაავადების შედეგი კვანძების წარმოქმნა და ვენოზური კედლის დათხელებაა. კვანძები ძირითადად განლაგებულია ფეხებზე, მაგრამ შესაძლოა გავრცელდეს გარეგან სასქესო ორგანოებზე. ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება. იგი გვხვდება ქალების დაახლოებით 20-25% - ში.
მიზეზები:
თანდაყოლილი ან შეძენილი ვენის სარქველების უკმარისობა.
თანდაყოლილი ან შეძენილი ვენოზური კედლის სისუსტე..
პროფესიული მიზეზით შეძენილი დაავადება,დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა ან ჯდომა.
ინტოქსიკაცია, ტრამვები, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა.
მეორე და ყოველი შემდგომი ორსულობა.
სიმსუქნე.
ხანდაზმული ასაკი.
ჰორმონალური დისბალანსი.
ვარიკოზით დაავადების რისკის ქვეშ დგანან ორსულებიც, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ორსულთა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ორსულობა პროვოცირებას აკეთებს მემკვიდრეობითი წინასწარ განწყობის შემთხვევაში, დაავადების სიმპტომები შესაძლოა იყოს სხვადასხვა. ზოგიერთ ქალს ფეხებზე უჩნდება მოწითალო-იისფერი ლაქები, საღამოობით გრძნობენ ფეხებში დაღლილობას, იმისათვის, რომ ფეხმძიმობის დროს ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, ორსულმა უნდა ატაროს მუცლისთვის შერჩეული ბანდაჟი. აგრეთვე კომპრესიული ტრიკოტაჟი - სპეციალური წინდები და კოლგოტები. სასურველია, თუ ასეთი წინდები ან ელასტიური ბანდები მშობიარეს ექნება ფეხებზე მშობიარობის დროს. ჩვეულებრივ, უმეტეს შემთხვევებში, მშობიარობის შემდეგ ვარიკოზი ქრება.
არსებობს ვარიკოზული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის სხვადასხვა მეთოდები:
მედიკამენტოზური მკურნალობა - მიმართულია დაზიანებულ კიდურებზე შეშუპებების, წვის, ტკივილის შეგრძნებისა და სხვა უსიამოვნო სიმპტომების შემცირებაზე.
კომპრესიული ტრიკოტაჟი- ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას, ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას.
ქირურგიული მკურნალობა - შორს წასული ვარიკოზული დაავადების დროს, საჭიროა ქირურგიული გზით მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ტროფიკული წყლულის პროგრესირება.
ასევე არსებობს არაინვაზიური მეთოდები ვარიკოზული დაავადების სამკურნალოდ სკლეროთირაპია, ლაზერული თერაპია და მასჟი რომელიც ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული მკურნალობის მეთოდია. არსებობს რამდენიმე სახის ასეთი მასაჟი. ნებისმიერი მათგანის პრიციპი იმაში მდგომარეობს, რომ მოახდინოს სისხლის ცირკულაციის სტიმულირება კიდურებში.