ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

ორსულობა და გულძმარვა

ორსულობა და გულძმარვა

გულძმარვა არის წვისა და სიმჟავის შეგრძნება მკერდის კოვზის უკან, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს პირში უსიამოვნო, მკვეთრი, მჟავე ან მწარე გემო, ბოყინი და მეტეორიზმი.

ზოგჯერ გულძმარვად შეიძლება მიჩნეული იქნეს სხვა პრობლემებიც, მაგალითად გულის ტკივილი.

გულძმარვა შეიძლება იყოს ნიშანი ისეთი დაავადებისა, როგორიცაა გასტროეზოფაგელური რეფლუქსი

იგი აწუხებს ფეხმძიმე ქალების უმრავლესობას იმ შემთხვევაში კი, როცა ადრე ადგილი არ ჰქონია.

ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს პროგესტერონის დამატებით რაოდენობას, რაც იწვევს საყლაპავის კუნთების მოდუნებას, შედეგად კი კუჭის წვენი რეგულარულად ხვდება საყლაპავში და იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას.

ფეხმძიმობის მეორე ნახევარში შესაძლოა გულძმარვა კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგან ნაყოფი იზრდება, შესაბამისად იზრდება საშვილოსნოც, რომელშიც იგი იმყოფება და აწვება კუჭს.

  • ჩართეთ რაციონში რძის პრიდუქტები - რძეს და რძის პროდუქტებს შეუძლიათ გარკვეული ხნის განმავლობაში საერთოდ გააქრონ გულძმარვის სიმტომები, რძე ანეიტრალებს მჟავას და ამცირებს მჟავიანობას. ზოგიერთი ექიმი რეკომენდაციას იძლევა სვათ რძე დღის განმავლიობაში მცირე პორციებით.

  •  მოერიდეთ სოდის ბიკარბონატის მიღებას - რადგან მისმა გადამეტებულმა დოზამ  შეიძლება შარდის შეკავება გამოიწვიოს.

  • თუ ცხიმიან, ცხარე და მჟავე საკვებზე მაინც ვერ ამბობთ უარს, დაუმატეთ მას მცირე რაოდენობით, მწიკვი საჭმელი სოდა, რომელიც წარმატებით ანეიტრალებს პროდუქტის მჟავიანობას.

  •  გულძმარვისა და კუჭის წვის გასაყუჩებლად კარგ ეფექტს იძლევა სხვადასხა კისელები, ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, გახეხილი სტაფილო, თაფლის ფიჭა (დაღეჭვა), შვრიის ფირფიტების (ჰერკულესის) დაღეჭვა.

  •  სვით მეტი სითხე - წყალი ჩარეცხავს კუჭის მჟავე წვენს საყლაპავის კედლებიდან. სასურველია წყალი არა საკვებს მიაყოლოთ, არამედ სვათ საკვების მიღებას შორის პერიოდებში.

     

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">