ორსულებისთვის
8 კვირა
თქვენ 8 კვირის ორსული ხართ
ორსულობის მეორე თვის ბოლოს ჩანასახი უკვე ჰგავს პატარა ბავშვს
მეორე თვის დასასრულისათვის სხეულის ძირითადი ორგანოები და სისტემები, ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და კუჭის ჩათვლით იწყებენ განვითარებას. ამ დროს ჩნდება ძვლის პირველი უჯრედები. ყალიბდება ქუთუთოები, შიდა ყური, ვითარდება ნერვული ბოჭკოები, თითები და სასქესო ორგანოები. გარეთა ყურებმა მიიღეს თავიანთი საბოლოო ფორმა, მაგრამ ყურები ჯერ კიდევ ქვევით არის ჩამჯდარი. ბავშვის გარეთა სასქესო ორგანოები იწყებს განვითარებას. მამრობითი სქესის ჩანასხი იწყება სათესლე პარკის ფორმირება, თუმცა ამ ეტაპზე ბიჭის და გოგოს გარჩევა შეუძლებელია.
ნაყოფის თავის ფორმა სრულიად სფერული ხდება და თუმცა, ტანთან მიმართებაში არის არაპროპორციულად დიდი. ბავშვის ქვედა კიდურების განვითარების კრიტიკული პერიოდი დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ფეხების მდებარეობა და პროპორციები განვითარების ამ ეტაპს შეესატყვისება. ხელის და ფეხის თითები უკვე განცალკავებულია. ფეხის თითები უფრო დაგრძელებულია, ამ დროს იწყება მათი პირველი ამოძრავება.
ამ პერიოდისთვის თქვენი ბავშვის ზომა არის 22 – 24მმ სიგრძეში, ეს არის 4-ჯერ უფრო მეტი ვიდრე ერთი თვის წინ. ორსულობის მეორე თვის ბოლოს ჩანასახი უკვე ჰგავს პატარა ბავშვს.
ბავშვის სწორი განვითარების პროცესის განსაზღვრისთვის, გამოიყენება ულტრაბგერითი და მაგნიტო რეზონანსული კვლევა.