ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფია

მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფია

   

პრეეკლამფსია წარმოადგენს ორსულობით განპირობებულ ჰიპერტენზიას, რომელიც ვითარდება ორსულობის 20 კვირის ვადის შემდეგ  პროტეინურიასა (>0,3გ/ლ) და სხვა ორგანოთა და სისტემების დაზიანებასთან ერთად.

პრეეკლამფსია მსოფლიოში დედათა სიკვდილობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. წელიწადში დაახლოებით 100,000 ქალი იღუპება ამ პათოლოგიის გამო. პრეეკლამფსია ორსულ ქალთა 3-14%-ში გვხვდება, აქედან 75% მსუბუქი და 25% მძიმე ფორმით . შემთხვევათა 10%-ში პრეეკლამფსია ვითარდება 34 კვირის ორსულობის ვადამდე. მძიმე პრეეკლამფსია/ეკლამფსიის დროს 5-ჯერ მატულობს პერინატალური სიკვდილობა და 9,6-ჯერ - მკვდრადშობადობა.

               

მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფისია იშვიათ გართულებას წარმოადგენს(4-6%),უმეტესად ვითარდებაა მშობიარობიდან პირველი 48საათის განმავლობაში,თუმცა შესაძლოა 6 კვირის  განმავლობაშიც  გამოვლინდეს.

რისკ-ფაქტორები:

  • პირველი ორსულობა - 3-10%; 
  • ასაკი 35 წელი; 
  • გენეტიკური განწყობა; 
  • ჭარბი წონა - BMI >35კგ/მ2 - 13%;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა; 
  • ქრონიკული ჰიპერტენზია; 
  • ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;

პრევენცია

 არ არსებობს პრეეკლამფსიის პრევენციის აბსოლუტურად ეფექტური მეთოდი. ამ შემთხვევაში პრევენცია გულისხმობს პრეეკლამფსიის კლინიკურ გამოვლინებას ორსულობის შედარებით გვიან ვადებზე და მსუბუქი ფორმით. 

  • ანტიაგრეგანტების (ასპირინის დაბალი დოზები 75მგ/დღეში) გამოყენება რისკის ჯგუფში 19%-ით აქვეითებს პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობას
  • სუფთა კალციუმის გამოყენება (1გ/დღეში) აქვეითებს პრეეკლამფსიის განვითარების რისკს საერთო პოპულაციაში 50%-ით და რისკის ჯგუფში 78%- ით.

 

 

 

 

         კლინიკა:

  • თავის ტკივილი; 
  • ზოგადი სისუსტე; 
  • გენერალიზებული შეშუპება; 
  • მხედველობის დარღვევა; 
  • ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში; 
  • არტერიული ჰიპერტენზია;(140/90 ან >) 
  • ოლიგურია; 
  • ციანოზი;
  • გულყრა

 

  

       გართულებები: 

  • ეკლამფსია
  • ფილტვების შეშუპება
  • HELLP სინდრომი
  • ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა

 

მშობიარობის შემდგომ პერიოდში სტაციონარში დაყოვნებამ უნდა შეადგინოს 4 დღე, ან მეტი;  მშობიარობის შემდგომ პერიოდში მელოგინეებს უნდა გაუგრძელდეთ მონიტორინგი არტერიული წნევის მაჩვენებლებზე, პროტეინურიის ხარისხზე, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებზე. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მშობიარობის შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ რომ საწყის ეტაპზე შესაძლებელია არტერიული წნევის ნორმალიზება, ის, ჩვეულებრივ, იმატებს მშობიარობიდან დაახლოებით 24სთ–ში.ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შეწყეტა უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო პაციენტის სტაციონარში დატოვება და მოხსნის პროცესი შეიძლება ამბულატორიულადაც განხორციელდეს;  პრეეკლამფსიის შემდეგ არტერიული წნევის ნორმალიზაციისათვის დაახლოებით სამი თვეა საჭირო, ამ პერიოდში ნიშნულმა 160/110 მმ.ვწყ.სვ-ს არ უნდა მიაღწიოს; დღეისთვის არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, თუ რომელ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი, თუმცა საუკეთესო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არ უნდა გამოვიყენოთ ალფამეთილდოპა პოსტნატალურ პერიოდში (გვერდითი ეფექტი - დეპრესია);  ქალებში, რომელთა ახალშობილებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან, ინიშნება: ლაბეტალოლი, ატენოლოლი, ნიფედიპინი და ენალაპრილი, ცალკცალკე აღებული, ან კომბინაციაში;  სტაციონარიდან გამოწერის შემდგომ რეკომენდებულია არტერიული წნევისა და პროტეინურიის შეფასება ოჯახის ექიმის მიერ, პოსტნატალური ვიზიტისას 6 კვირის განმავლობაში;  პაციენტები პერსისტირებადი ჰიპერტენზიით და პროტეინურიით, რომელიც 6 კვირამდე გრძელდება, შესაძლებელია თირკმლის პათოლოგიით იყვნენ ავად, რაც დამატებით კვლევებს საჭიროებს;  ქალებს, რომელთა ორსულობაც გართულდა მძიმე პრეეკლამფსიით, ან ეკლამფსიით, უნდა მიეწოდოთ ოფიციალური ინფორმაცია მათი ორსულობის თანამდევი მოვლენების შესახებ;  საჭიროა პერიკონცეპტუალური კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს რისკფაქტორები და განხილულ იქნას სხვადასხვა პრევენციული მიდგომა;

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">