ორსულებისთვის

მშობიარობის პოზიციები
მშობიარობის პერიოდში თქვენ შეიძლება იაროთ, იწვეთ ერთ გვერდზე, ან ასევე შესაძლებელია დაჯდეთ სამშობიარო ბურთზე, სამშობიარო ტკივილების დროს. გარკვეულ შემთხვევებში მშობიარეები მიმართავენ ყველა ზემოთჩამოთვლილთა ერთობლიობას, ან რომელიმე მათგანს.
საბედნიეროდ, თქვენი მშობიარობის დროს, პოზიციის შეცვლამ შეიძლება არა მხოლოდ შეამციროს მშობიარობის ტკივილი, არამედ ხელი შეუწყოს მშობიარობას.
როგორია მშობიარობის პოზიციები სამშობიარო ბლოკში?
დღესდღეობით, დედობისთვის მოლოდინში მყოფ ორსულს, ეხმარება ნებისმიერი გზა, რომელიც მას აგრძნობინებს კომფორტულად თავს. შეცვალონ პოზიციები ისე, როგორც მოსწონს.
ზურგზე წოლა ნაკლებად ეფექტური პოზიციაა. სინამდვილეში, ნებისმიერი პოზიცია, რომელიც მოიცავს გრავიტაციის ძალას, შეიძლება უფრო სწრაფი შედეგის მომტანი იყოს.
მშობიარეები, რომლებსაც აქვთ ეპიდურული ანესთეზია, ან ნაყოფის მუდმივი მონიტორინგის აპარატი, შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა სამშობიარო პოზიცია.
რა სამშობიარო პოზიციებს შეიძლება მიმართოს ორსულმა მშობიარობის დროს?
სცადეთ ნებისმიერი (ან ყველა) სამშობიარო პოზიცია, ესენია:
- დგომა ან სიარული. პოზიცია, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაში ამყოფებს მშობიარეს. ეს დაგეხმარებათ გრავიტაციის ძალით, გაიხსნას საშვილოსნოს ყელი და თქვენი შვილის წინმსვლელობა სამშობიარო გზებში იყოს ეფექტური.
- რწევა. პოზიცია, რომელსაც გამოიყენებთ მხოლოდ მშობიარობის პერიოდის გვიანმდელ, ან მშობიარობის დროს. რწევის დროს ასევე მუშაობს გრავიტაციის ძალა, რომელიც ეხმარება საშვილოსნოს ყელის გახსნას, რათა თქვენმა ნაყოფმა უკეთ და ეფექტურად გაიაროს სამშბიარო გზა.
- ჯდომა - საწოლზე, თქვენი პარტნიორის მკლავებზე დაყრდნობით, ან სამშობიარო ბურთზე, შეიძლება შეამციროს სამშობიარო ტკივილები, ასევე რეკომენდირებულია, რადგან მოხდეს სამშობიარო მექანიზმის აქტიური მუშაობა.
- ჩამუხლული პოზიცია. სკამის დახმარებით, ან სამშობიარო ბურთთან ჩამუხლვა, შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, როდესაც ნაყოფის თავი აწვება თქვენს ხერხემალს, ამ პერიოდში, ხელს უწყობს ნაყოფს წინსვლაში და ხერხემალზე ზეწოლისგან თავის არიდებას.
- ოთხივე კიდურზე დგომა. ეს პოზიცია საშუალებას გაძლევთ შეამციროთ სამშობიარო ტკივილები, ხოლო თქვენს პარტნიორს ეძლევა საშუალება დაგიმასაჟოთ ზურგი. ბევრ მშობიარეს მოსწონს მშობიარობა ამ პოზიციაში.
- გვერდზე წოლა. ზურგზე წოლისგან განსხვავებით, უკეთესია იწვეთ გვერდზე, რადგან ამ პოზიციაში არ ხდება კომპრესია სისხლძარღვების, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სისხლის მიწოდების შემცირება. ასევე, ამ პოზიციაში შესაძლებელია მშობიარობა, რადგან უკეთ ხდება ნაყოფის წინმსვლელობა სამშობიარო გზებში.
ყველაზე კომფორტული სამშობიარო პოზიციაა, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ, არსებობს ზემოთჩამოთვლილი რამდენიმე პოზიცია, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს გარკვეული მშობიარობის დროს.