ორსულებისთვის
მამის როლი
მამის როლი ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში
დედებთან ერთად, რა თქმა უნდა მამებიც მოუთმენლად ელიან პატარას დაბადებას. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს ქალი, მამაკაცის თანადგომა და მხარდაჭერა მისთვის ყოველთვის შეუფასებელია. ორსული ქალისთვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდი გარემო, სითბო, სიყვარული და ყურადღებაა. ამით მომავალი მამა არა მხოლოდ დედაზე, არამედ თავის პატარაზე ზრუნავს.
მამაკაცს უნდა ახსოვდეს, რომ დაძაბული ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის, კამათი და კინკლაობა არა მარტო ორსულს, არამედ ბავშვსაც აფორიაქებს და უარყოფითად აისახება მომავალში მის ემოციურ ცხოვრებასა და შემოქმედებით უნარზე.
მუცლად ყოფნისას მომავალი ადამიანი იღებს სითბოსა და სიყვარულს, ან პირიქით, უარყოფისა და სიძულვილის პირველ გამოცდილებას. მშობლებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ შვილის ცხოვრების სცენარის წერა სწორედ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. პატარა ბედნიერი და ჯანმრთელი დაიბადება, თუ მომავალი დედ-მამა და ახლობლები სიხარულით ელიან მის ამ ქვეყანაზე მოვლინებას, თუ ის სასურველი და სანატრელია. მას ხომ ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდება.
მამებო, ნუ იფიქრებთ, რომ მომავალ ბავშვზე ზრუნვა მხოლოდ ქალის მოვალეობაა. თქვენი მხარდაჭერა, მზრუნველობა და თანადგომა დადებითად განაწყობს ქალს და უადვილებს ორსულობისა და მშობიარობის პროცესს.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეუღლე გაღიზიანებულია, ისიც ნუ გეწყინებათ თქვენდამი ჩვეულ ყურადღებას თუ ვერ იჩენს, მას ხომ მთელი ყურადღება ბავშვზე აქვს გადატანილი. გახსოვდეთ, რომ თქვენ და თქვენი მეუღლე შვილისათვის ყველაზე საჭირო და ძვირფასი ადამიანები ხართ.
ნაყოფი ცნობს მამის ხმას და განსაკუთრებული ემოციით პასუხობს, დაბადების შემდგომაც ადვილად გამოარჩევს ამ ხმას სხვებს შორის.
ძვირფასო მამებო, იზრუნეთ თქვენი ბავშვის მომავალზე. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, მომავალ დედას შეუქმენით მშვიდი და სიყვარულით სავსე გარემო.
რამდენიმე სასარგებლო რჩევა მომავალი მამებისათვის:
- ექიმთან ყოველი ვიზიტისას გაუწიეთ თანხლება მეუღლეს;
- ყოველთვის სცადეთ, დაესწროთ ულტრაბგერით შემოწმებას. ეს ძალზე სასიამოვნო განცდაა;
- სცადეთ ხელით შეიგრძნოთ ბავშვის პირველი მოძრაობები;
- სცადეთ ხელით შეიგრძნოთ ბავშვის პირველი მოძრაობები;
- რაც შეიძლება ბევრი ესაუბრეთ თქვენს ბავშვს, რადგან დაბადების შემდეგ იგი აუცილებლად იცნობს თქვენს ხმას;
- დაეხმარეთ პარტნიორს მშობიარობისათვის მომზადებაში, რელაქსაციის (მოდუნების) ტექნიკის შესწავლაში;
- გაუწიეთ თანხლება და მხარდაჭერა მეუღლეს სამშობიარო მოქმედების დაწყებისას და მშობიარობისას.
- დაეხმარეთ პარტნიორს მშობიარობისათვის მომზადებაში, რელაქსაციის (მოდუნების) ტექნიკის შესწავლაში;
- გახსოვდეთ, რომ თქვენი თანადგომა მას უმსუბუქებს ტკივილს, ხელს უწყობს მშობიარობის პროგრესს და აუმჯობესებს გამოსავალს.
მშობიარობის პროცესი ერთად უნდა გაიარონ მომავალმა მშობლებმა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს “დედა-ახალშობილი-მამის” სისტემის ჩამოყალიბებასა და ოჯახის შემდგომ გამტკიცებას.
მომავალი მამის დახმარება მშობიარობის პროცესის დროს:
- აწარმოეთ სამშობიარო შეტევების სიხშირის აღრიცხვა
- მშობიარობისას გაუკეთეთ მეუღლეს ზურგისა და წელის მასაჟი
- დაადეთ სათბური ან ყინულის პაკეტი წელის არეში
- შესთავაზეთ საკვები და სითხე
- შეახსენეთ შარდის ბუშტის დაცლა
- წაახალისეთ
- დაეხმარეთ თავისუფალი და კომფორტული პოზის მოძებნასა და სწორი სუნთქვის შესრულებაში.
- ხელი შეუწყვეთ მშობიარე ქალის ყურადღების გადატანას სხვადასხვა საგნებზე