ორსულებისთვის
მაკროსომია-დიდი წონის ნაყოფი
მაკროსომია-დიდი წონის ნაყოფი
ახალშობილი საშუალოდ 3.4 კგ-ს იწონის. თუ მისი წონა აღემატება 4 კგ-ს ის საშუალოზე მეტად ანუ მაკროსომულად ითვლება. თუ თქვენ ძალიან დიდი ახალშობილი გყავთ, 4.5 კგ და მეტი, ამან შეიძლება თქვენ და თქვენს ბავშვს საფრთხე შეგიქმნათ. მიუხედავად იმისა, რომ ქალების უმრავლესობა დიდ ბავშვებზე უპრობლომოდ მშობიარობს, მათ მცირე დახმარება მაინც სჭირდებათ.
მუცლად ყოფნის პერიდოში, რთულია იმის დადგენა თქვენი ბავშვი მართლა მაკროსომულია თუ არა. ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ დაბადების შემდგომ შეიძლება დავსვათ.
მიუხედავად ამისა, ეჭვი შეგვიძლია მივიტანოთ ულტრაბგერის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც თქვენი ნაყოფი თავის ვადასთან შედარებით დიდია. თუმცა ექოსკოპიის შედეგებმა შეიძლება 10 % იანი ცდომილება მოგვცეს.
ამის შემდეგ თქვენი ექიმი მოითხოვს სისხლის გლუკოზის გაზომვას, რათა დარწმუნდეს, რომ არ გაქვთ გესტაციური დიაბეტი, რომელიც მაკროსომიასთან უშუალო კავშირშია.
გარდა გესტაციური დიაბეტისა ან ორსულობამდე არსებული დიაბეტისა მაკროსომიის განვითარების რისკები იზრდება :
- თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი ნორმაზე მაღალია
- თუ ორსულობის განმავლობაში წონაში ძალიან მოიმატეთ
- თუ წინა ორსულობის პერიოდში მომატებული მასა ვერ დაიკელით
ფიზიოლოგიური მშობიარობა იმ შემთხვევაში თუ თქვენ დიდ ნაყოფს ელოდებით სულაც არაა წარმოუდგენელი, თუმცა შედარებით უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ორსულობის დროს. ასეთ დროს ხანგრძლივდება მშობიარობის პროცესი, მოსალოდნელია ძლიერი სისხლდენა, იზრდება მხრის დისტოციის რისკი. ამ უკანასკნელის დროს ახალშობილის მხრები იჭედება, რამაც სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს.
თუ თქვენი ნაყოფი მოცემულ ვადაზე დიდია, ორსულობის ბოლო პერიოდში, ან თუ გაქვთ გესტაციური დიაბეტი, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ მშობიარობის ინდუქცია (აღძვრა) ან საკეისრო კვეთა.
ახალშობილების უმრავლესობას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ექმნება. მხოლოდ მხრის დისტოციის შემთხვევაში მას შეიძლება ნერვული წნულები დაუზიანდეს, რაც უდიდეს პროცენტში მთლიანად იკურნება.