ორსულებისთვის
მაღალი რისკის ორსულობა
მაღალი რისკის ორსულობა
ორსულობათა უმრავლესობა, რომელიც მიმდინარეობს რუტინულად, გართულებების გარეშე მიიჩნევა დაბალი რისკის ორსულობად. იმ შემთხვევაში კი თუ იგი დაკავშირებულია დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემასთან ან სხვა ისეთ ფაქტორთან, რომელიც ორსულობას ან მშობიარობას ხდის სარისკოს ეწოდება მაღალი რისკის ორსულობა.
ვინ არის რისკის ქვეშ?
ორსულობა მაღალი რისკისაა :
- თუ დედას ორსულობამდე აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიცაა დიაბეტი ან სისტემური წითელი მგლურა.
- თუ დედას ორსულობის დროს განუვითარდა პრეეკლამფსია ან პლაცენტის წინმდებარეობა.
- თუ ნაყოფს აღენიშნება თანდაყოლილი ანამოლია ან სხვა სახის პრობლემა.
- თუ დედა არის ჭარბწონიანი.
- თუ სახეზეა მრავალნაყოფიანი ორსულობა.
- თუ ქალი დაორსულდა in vitro განაყოფიერებით ან სხვა დამხმარე რეპროდუქციული საშუალებით.
ზოგიერთი ექიმის აზრით დედის ასაკი (40 წელზე მეტი) და ცხოვრების წესი გავლენას ახდენს ორსულობის მიმდინარეობაზე.
თუ თქვენ მაღალი რისკის ორსული ხართ თქვენ განსაკუთრებული მეთვალყურეობა გესაჭიროებათ: ექიმთან ხშირი ვიზიტი და სხვადასხვა სახის გამოკვლევები. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება აგიკრძალოთ ფიზიკური დატვირთვა და შეგიცვალოთ კვების რაციონი.