ორსულებისთვის

ჰერპესი და ორსულობა
ჰერპესი და ორსულობა.
გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც იწვევს ბუშტუკოვან გამონაყარს სასქესო ორგანოებზე. მისი გამომწვევია მარტივი ჰერპეს ვირუსი.
ძირითად კლინიკურ სიმპტომს წარმოადგენს წვა და ტკივილი. გამოხატული ბუშტუკოვანი დაზიანების დროს აგრეთვე შესაძლებელია იყოს სიმპტომები საშარდე სისტემის მხრივ, განსაკუთრებით ხშირი შარდვა.
გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენება აცკლოვირი.
ჰერპესულ ინფექციას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ორსულობისას, რადგან მშობიარობის დროს შესაძლებელია მოხდეს ნაყოფის ინფიცირება.საკეისრო კვეთის წარმოება აუცილებალია: როდესაც არის მწვავე გენიტალური ჰერპესი ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რომლის პირველი ეპიზოდი გამოვლინდა მშობიარობის დროს ან მოსალოდნელი მშობიარობის ვადამდე 6თვით ადრე.