ორსულებისთვის

გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი
გლუკოზა ტოლერანტობის ტესტით დგინდება თუ, როგორ უმკლავდება ორგანიზმი შაქრით (გლუკოზით) დატვირთვას. ის გამოიყენება ტიპი ორი დიაბეტის და გესტაციური დიაბეტის (ორსულობისას განვითარებული დიაბეტი) დასადგენად.
გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი, 24-28 კვირის ვადაზე კეთდება. უფრო ადრეც, თუ რისკის ჯგუფში იმყოფებით.
რისკის ჯგუფი:
- გქონდათ გესტაციური დიაბეტი წინა ორსულობისას.
- თქვენი ოჯახის წევრებს აწუხებთ დიაბეტი
- ჭარბწონიანობა
- დიაბეტის განვითრების წინა პირობა, მაგალითად მეტაბოლური სინდრომი ან საკვერცხის პოლიკისტოზი.
პირველ ეტაპზე, ტარდება გლუკოზის ერთ საათიანი ტესტი - „მცირე ტესტი“. არაზუსტი პასუხის შემთხვევაში, ექიმი სამ საათიან ტესტს დაგინიშნავთ.
რა არის გლუკოზის მცირე ტესტი?
მცირე ტესტის ჩატარებისას, მიიღებთ 150მლ წყალში გახსნილ 50 გრ. შაქარს და ერთ საათში, ვენური სისხლის შრატში, მოხდება გლუკოზის დონის განსაზღვრა. მცირე ტესტისას, შეგვიძლია უკანასკნელი კვებიდან დროის გასვლას არ დაველოდოთ. იმ შემთხვევაში, თუ გლუკოზის მაჩვენებელი აღემატება 140 მგ/დლ, საჭიროა სამ საათიანი ტესტის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ გლუკოზის მაჩვენებელი 190მგ/დლ ან მეტია, ხდება გესტაციური დიაბეტის დიაგნოზის დასმა.
განმეორებითი ტესტი.
განმეორებითი ტესტის დროს, სასურველია საკვები არ მიიღოთ, ტესტის ჩატარებამდე რვა საათით ადრე. ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ ტესტს დილით უზმოზე ჩაიტარებთ.
თქვენ უნდა მიიღოთ 150მლ წყალში გახსნილი 100გრ. გლუკოზის ხსნარი, რის შემდგომ, ყოველ ერთ საათში, მოხდება სისხლის შრატში გლუკოზის დონის განსაზღვრა.
- ერთი საათის შემდეგ გლუკოზის დონე უნდა იყოს 180მგ/დლ-ზე ნაკლები
- ორი საათის შემდეგ 155 მგ/დლ-ზე ნაკლები
- სამი საათის შემდეგ 140 მგ/დლ-ზე ნაკელბი
იმ შემთხვევაში, თუ ამ სამი კომპოონენტიდან, ერთ-ერთი არის მომატებული, დაგენიშნებათ კონტროლი ოთხ კვირაში. ერთზე მეტი მაჩვენებლის მომატება, ადასტურებს დიაგნოზს.
თუ სამ საათიანი ტესტი, 24-28 კვირის ვადაზე უარყოფითია, სასურველია მისი გადამოწმება 32-34 კვირის ვადაზე.
გესტაციური დიაბეტის დადგენის შემთხვევაში, აუცილებელია დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა, რათა თქვენი და თქვენი ბაშვის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე.