ორსულებისთვის

გენეტიკური ანალიზი
ანალიზისას ისაზღვრება იმ ჰორმონებისა და აქტიური ნაერთების კონცენტრაცია, რომელთა მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა მიუთითებს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიის არსებობაზე. ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს სკრინინგის სახით ორჯერ: ორსულობის მე-11-14 კვირის ვადაზე - „ორმაგი ტესტი“-ს სახით, როდესაც ისაზღვრება (1) РАРР-А და (2) β- hCG - ქორიონული გონადოტროპინი-ს კონცენტრაციები;
ორსულობის მე-16-20 კვირის ვადაზე - „სამმაგი ტესტი“-ს სახით, როდესაც ისაზღვრება (1) β- hCG - ქორიონული გონადოტროპინი-ს, (2) თავისუფალი ესტრიოლი - E3-სა და (3) ალფა-ფეტოპროტეინი - AFP-ის კონცენტრაციები. !
კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს დაადასტუროს/უარყოს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების (დაუნის, ედვარდსის და სხვა სინდრომები) არსებობა. სისხლის „ორმაგი“ და „სამმაგი“ ტესტის შემადგენელო კომპონენტების ნორმები იხილეთ აქ.