ორსულებისთვის

B ჰეპატიტი და ორსულობა
B ჰეპატიტი
B ჰეპატიტი ინფექციური დაავადებაა. დაავადება ვრცელდება სისხლითა და სხეულის სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებით. ორსულობისას შესაძლოა მოხდეს ნაყოფის ინფიცირება, მაგრამ ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია ნაყოფის დაბადებისთანავე აცრით.
ორსულობა ვაქცინაციისთვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ხელმისაწვდომი მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ ნაყოფი არ ექვემდებარება ვაქცინის ზემოქმედების/არასასურველი მოვლენების განვითრების რისკს. არსებული ვაქცინა შეიცავს B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული არაინფიცირებად ანტიგენს (HbsAg) და შესაბამისად ვერ მოახდენს არასასურველ ზეგავლენას ნაყოფზე. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს აცრა კეთდება მხოლოდ B ჰეპატიტით დაინფიცირების განსაკუთრებული რისკის არსებობის შემთხვევაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით HBsAg + დედებს ახალშობილების ძუძუთი კვება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ აცრილები არიან B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით.ახალშობილს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს დაბადებისთანავე. ვაქცინის პირველი დოზა კეთდება დაბადებიდან 12-24 საათში. მეორე დოზა- 2თვის ასაკში, მესამე დოზა-4თვის ასაკში. ვაქცინაციის გვერდითი რეაქციები ძალიან ზომიერია. დაახლოებით შემთხვევათა 5%ში აცრის ადგილად რამდენიმე დღე შეიძლება აღინიშნებოდეს სიწითლე და მსუბუქი შესიება.