ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი

 

მენსტრუალური ციკლი არის რთული ფიზიოლოგიური პროცესი, რომელსაც ახასიათებს ციკლურობა. მენსტრუალური ციკლი შეიძლება ჩავთვალოთ ნორმალურად თუ ის  არ არის  21 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი, ხოლო მისი  ხანგრძლივობა  შეადგენს 3-8 დღემდე და ახასიათებს რეგულარულობა. 

პირველი მენსტრუაცია, ანუ მენარქე იწყება საშუალოდ 8-13 წლის ასაკში. სქესობრივი მომწიფების შემდეგ ქალთა უმრავლესობას უყალიბდება რეგულარული მენსტრუაციული ციკლი.

 

რას გულისხმობს არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი?

თქვენი მენსტრუაცია შეიძლება არარეგულარულად ჩაითვალოს, თუ პერიოდების ხანგრძლივობა და ციკლთა შორის შუალედი მუდმივად იცვლება.  

 

რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?

ძირითადად აღსანიშნავია შემდეგი მიზეზები: 

  • სქესობრივი მომწიფება- თქვენი ციკლი შეიძლება იყოს არარეგულარული მენარქედან 1-2 წლის განმავლობაში;
  • მენოპაუზის საწყისი პერიოდი-დაახლოებით 45-55 წლის ასაკში;
  • ორსულობის ადრეული ვადა (გაიკეთეთ ტესტი ამ მიზეზის გამოსარიცხად);
  • ჰორმონალური კონტრაცეფციის ზოგიერთი სახეობა ;
  • წონის ექსტრემალური დაკლება ან მომატება;
  • კვების დარღვევები-ბულემია, ანორექსია;
  • ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიშები ან სტრესი;
  • ისეთი პათოლოგია, როგორიცაა - პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • მიზეზთა შორის ასევე აღსანიშნავია აშერმანის სინდრომი-საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის შიდა ზედაპირზე აღინიშნება გასქელებული ქსოვილის ნაწიბურები;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;

 

იმისათვის, რომ გაარკვიოთ არარეგულარულია თუ არა თქვენი მენსტრუაციული ციკლი, საჭიროა აწარმოოთ კალენდარი, სადაც აღნიშნული იქნება ყოველი პერიოდის დაწყების პირველი დღე და მენსტრუაციის ხანგრძლივობა. 

 

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს? 

  • თუ თქვენი მენსტრუაცია უეცრად გახდა არარეგულარული და თქვენი ასაკი ნაკლებია 45 წელზე (ანუ თქვენ არ იმყოფებით მენოპაუზის საწყის პერიოდში);
  • თუ თქვენი ციკლი იწყება ბოლო მენსტრუაციიდან 21 დღეზე ნაკლებ დროში ან 35 დღის შემდეგ;
  • თუ მენსტრუაციის ხანგრძლივობა აღემატება 8  დღეს;
  • თუ თქვენ გაქვთ არარეგულარული ციკლი და ამასთანავე გეგმავთ ორსულობას;
  • თუ აღგენიშნებათ გინეკოლოგიური ან ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი ციკლის რეგულარებაზე;

 

რაც შეეხება მკურნალობის ტაქტიკას, მისი შერჩევა უნდა მოხდეს  ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად, გამომწვევი მიზეზის შესაბამისად. 

არარეგულარული მენსტრუაცია, რომელიც აღინიშნება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როგორც წესი არ საჭიროებს მკურნალობას. 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">