ორსულებისთვის
9 კვირა
თქვენ 9 კვირის ორსული ხართ
თქვენ უკვე 2 თვის ორსული ხართ
უკვე ორი თვეა, რაც ორსულად ხართ. ამ დროისთვის თქვენი საშვილოსნო ფორთოხლის, ან ჩოგბურთის ბურთის ზომისაა. თქვენი ბავშვი უკვე არის პროპორციულად განვითარებული პატარა არსება (27 მმ სიგრძეში), რომელიც იწონის 1-დან 3გ-მდე იწონის და თავისუფლად მოთავსდება სადილის კოვზზე.
ახლა თქვენი პატარას თავი მისი სიგრძის ნახევარზე მეტია. ამ დროისთვის, სახე არის განიერი, თვალები მკვეთრად გამოყოფილი, ქუთუთოები დახუჭული, ყურები მცირედ განვითარებული.
თქვენი ბავშვის სხეული განაგრძობს სიგრძეში ზრდას, მისი ტორსის სიგრძე და მისი მდებარეობა ხდება უფრო ვერტიკალური. გრძელი (ლულოვანი) ძვლები განაგრძობენ განვითარებას ბავშვის ზრდასთან ერთად. თქვენი პატარას ძვლები და კუნთები იზრდებიან სწრაფად და მისი განვითარებადი სხეული იწყებს ახალშობილის მსგავსი პროპორციების მიღებას.
მე-9 კვირის ბოლოსთვის ნაყოფის სიგრძე დაახლოებით 5 სმ-ია.