ორსულებისთვის
7 კვირა
თქვენი 7 კვირის ორსული ხართ
თქვენი ბავშვი იზრდება ფენომენალური სისწრაფით
ამ კვირის განმავლობაში ხრტილოვანი ქსოვილი, რომელიც წარმოიქმნა მე-5 კვირას, იწყებს გაძვალებას და ხდება ქვედა კიდურების მნიშვნელოვანი ცვლილებები. მუხლისა და კვირისტავის საპროექციო არეში მიმდინარეობს გამკვრივების პროცესი. მომდევნო სამ დღეში ჩნდება იდაყვის ძვალი. თქვენი ბავშვის ხელის მტევნებზე ჩნდება თითების ჩანასახები. აღსანიშნავია, რომ ზედა კიდურები უფრო ადრე ფორმირდება ვიდრე ქვედა, ზედა ტუჩი უფრო ადრე ვიდრე ქვედა. ამ დროისთვის ბავშვის სხეული და კიდურები იწყებს სპონტანურ მოძრაობას, რადგანაც ხდება კუნთებსა და ნერვებს შორის კავშირის გამტკიცება. თქვენ რა თქმა უნდა, ჯერ ვერ გრძნობთ ამ მოძრაობას, რადგანაც ნაყოფი ძალიან მცირე ზომისაა.
ნაყოფის ტვინი ვითარდება და იხვეწება უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ორგანოები.
ამ პერიოდში კბილები ვითარდება ღრძილების გასწვრივ. გული ხდება ოთხ საკნიანი. ამ დროისათვის გულის მუშაობის ენერგიის დანახარჯი, მოზრდილის დანახარჯის 20%-ია. ბავშვის სხეულის ღრუ იყოფა ორ სეგმენტად, ერთში თავსდება გული და ფილტვები, ხოლო მეორეში მუცლის ღრუს ორგანოები.
განაყოფიერებიდან მეშვიდე კვირას ემბრიონის ზომა აღწევს 16-18 მმ-ს, ხოლო მისი წონა 0.94 გრამია, რაც დაახლოებით 1ჩ.კ. წყლის წონაა.