ორსულებისთვის
39 კვირა
თქვენ 39 კვირის ორსული ხართ
თუ ბავშვის დაბადების სასიხარულო მომენტი ჯერ არ დამდგარა, ამ კვირაში მას ყოველდღიურად უნდა ელოდოთ
პატარას წონაა:
3300-3500 გრამი;
პატარას სიგრძეა:
51-52 სმ.
თქვენი პატარა ბოლომდე ჩამოყალიბებული ბავშვია. მისი თავი კვლავინდებურად დიდია, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, სამშობიარო გზას ის იდეალურად გაივლის. პატარას თავის ქალა შედარებით რბილი ქსოვილისგან შედგება, რაც მოძრაობაში ხელს არ შეუშლის. მშობიარობის შემდეგ ზოგიერთი პატარას თავი მცირედით დეფორმირებულია, მაგრამ ეს ნორმალურია. დროის გასვლის შემდეგ ძვლები თავს ადგილზე დადგებიან და თავის ქალა მომრგვალებულ ფორმას მიიღებს.