ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

38 კვირა

38 კვირა

თქვენ 38 კვირის ორსული ხართ 

 

ამ ეტაპზე ბავშვი არის სრულიად განვითარებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მან გაიარა დაბადებამდე გასავლელი ყველა განვითარების ეტაპი. დროული ბავშვის წონა არის დაახლოებით 3,400 გრ, ხოლო სიგრძე კი 360 მმდაბადებისას ბიჭების ნაწილი ზომით ოდნავ უფრო გრძელი და მძიმეა, ვიდრე გოგოები.

მშობიარობის დროს, ბავშვების უმეტესობას დედის მენჯში უკავია თავით წინ და სახით ქვევით მდებარეობა. ზოგ შემთხვევაში- თავით წინ, სახით მაღლა მდებარეობა, ამიტომ ბავშვის თავის უკანა ნაწილი აწვება დედის კუდუსუნს ან ხერხემალს. ეს წარმოშობს ფენომენს, რომელსაც “back labor” ეწოდება. ეს ტკივილი განსაკუთრებით ინტენსიურია და არ ჩერდება შეკუმშვებს შორის ინტერვალის დროსაც კიშეკუმშვების დროს მოჭერის შეგრძნება  გავს მენსტრუალურ ან ნაწლავურ სპაზმს.

მშობიარობის დროს ბავშვის თავის ქალას ძვლები ფრთხილად უახლოვდება ერთმანეთს, რათა შემცირდეს თავის ქალას დიამეტრი. ნუ შეშინდებით თუ ბავშვის თავი გახდება წაგრძელებული მშობიარობის დროს. ის დაიბრუნებს თავის ნორმალურ მომრგვალებულ ფორმას დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ

პირველი ჩასუნთქვა არის ყველაზე რთული პროცესი თქვენი ბავშვისთვის. დადგენილია, რომ პირველი ჩასუნთქვა მოითხოვს ხუთჯერ მეტ ძალისხმევას, ვიდრე ჩვეულებრივი სუნთქვაამ შემთხვევაში, ფილტვების აერაცია წარმოადგენს  სითხის ჩანაცვლება ჰაერით, რასაც მოყვება ათასამდე პატარა ფილტვების ალვეოლის ჰაერით შევსებასრის შემდეგ თქვენი პატარა იწყებს სუნთქვას.

 

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">