ორსულებისთვის
35 კვირა
თქვენ 35 კვირის ორსული ხართ
ამ დროისათვის თქვენი ბავშვი ავტომატურად ტრიალდება შუქის წყაროსაკენ. ამ მოვლენას „ორიენტაციული პასუხი ეწოდება“, რომელიც ეხმარება ნაყოფს მის გარშემო არსებული გარემოს უკეთ აღქმაში.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბავშვი დაახლოებით იმატებს 14 გრ ცხიმს, რაც დაახლოებით 1 ¼ სუფრის კოვზ კარაქს უდრის ( რომელიც 100%-ით არის ცხიმი).
თქვენი ბავშვის სხეული იღებს მომრგვალო ფორმებს, რაც ძირითადად დაკავშირებულია კანქვეშა ცხიმის რაოდენობის მომატებასთან, რაც ნორმალურია და არ უკავშირდება მოგვიანებით სიმსუქნეს.
ახლა, როდესაც ახლოვდება თქვენი მშობიარობა, ამნიონური პარკი (სანაყოფე წყლით სავსე პარკი) შეიძლება გასკდეს. ზოგადად, ამ დროს ხდება ამნიონური სითხის გამოჟონვა, ვიდრე დაღვრა. სანაყოფე წყლებს აქვს სპეციფიკური სუნი და ადვილად გასარჩევია შარდისგან.
თქვენი სხეული შეიძლება ცოტა მოუქნელი გახდეს. რადგანაც იგი ემზადება მშობიარობისათვის. შეიძლება გაგიჭირდეთ ღამით დაძინება. მკერდი კვლავ განაგრძობს ზრდას, რადგან ის იწყებს რძით ავსებას.