ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

33 კვირა

33 კვირა

თქვენ 33 კვირის ორსული ხართ

ამ მომენტისათვის თქვენი ბავშვი იწონის დაახლოებით  2100 გრამს ხოლო მისი სიგრძე  შეადგენს 30 სმ-. ბავშვის სწრაფი ზრდა ცვლის მისი სხეულის პროპორციებს, მაგალითად: ღვიძლი რომელიც 9 კვირის დროს ბავშვის წონის 10% იკავებდა ეხლა მხოლოდ 5% იკავებსთქვენი ბავშვის ხელებმა და ფეხებმა უფრო მომრგვალებული ფორები მიიღო, ეს დაკავშირებულია კანქვეშა ცხიმოვანი შრის ზრდასთან, რომელიც განუწყვეტლივ მატულობს და თუ ის ორსულობის შუა პერიოდში ბავშვის საერთო მასის მხოლოდ 2%– შეადგენდა ამ მომენტისათვის ის 12% შეადგენს, ხოლო ბავშვის დაბადებისათვის ის 15%-მდე  გაიზრდება.

უახლოესი 3 დღის განმავლობაში თქვენი საერთო სისხლის მოცულობა გაიზრდება 4.-5.1 ლიტრამდე. ამით თქვენი ორგანიზმი ემზადება მშობიარობის დროს სავარაუდო სისხლის დანაკლისის ასანაზღაურებლად.

როგორც წესი, მშობიარობის დროს ნაყოფი ყოველთვის თავით წინ ეშვება დედის მენჯის ღრუში, რაც განპირობებულია იმითი რომ ბავშვის თავი უფრო მძიმეა ვიდრე მისი სხეულის სხვა ნაწილები.

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">