ორსულებისთვის
32 კვირა
თქვენ 32 კვირის ორსული ხართ
ბოლო ერთი თვის განმავლობაში თქვენმა შვილმა მიიღო ეგრეთწოდებული „ემბრიონის პოზა“.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში თქვენმა შვილმა მიიღო ეგრეთწოდებული „ემბრიონის პოზა“. ეს პოზიცია განპირობებულია იმითი, რომ მას ადგილი არ ჰყოფნის ფეხების გასაშლელად. ამ დღეებში შეიძლება შეგეზღუდოთ მოძრაობა. ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ გაიზარდა საშვილოსნოს მოცულობა, მენჯის სახსარში მოხდა ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია მშობიარობასთან და აგრეთვე თქვენმა ბავშვმა შეიცვალა მდგომარეობა.
ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში თქვენს ბავშვს უკვე გააჩნია უნარი მოახდინოს ადაპტაცია გარემოსთან. თუმცა ბუნებრივად მას კიდევ თვენახევარი აქვს დარჩენილი განვითარებისთვის.
ნაყოფის თვალები იღება მისი დღიური ციკლის აქტიურ პერიოდებში და იხუჭება, როცა მას ძინავს. იმის მიუხედავათ, თუ რა იქნება მისი თვალის საბოლოო პიგმენტაცია ამ მომენტისათვის ყველა ბავშვის თვალის ფერი არის ცისფერი. თვალის ფერის საბოლოო ჩამოყალიბებას დაახლოებით 2 კვირიანი კონტაქტი სჭირდება მზის შუქთან.
მთელი ორსულობის მიმდინარეობის დროს თქვენ ამარაგებდით თქვენს ნაყოფს ანტისხეულებით, რომლებიც იცავენ მას ინფექციებისგან. ეს ანტისხეულები თქვენი სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში პლაცენტის გავლით გადადის. თქვენს მიერ მიწოდებული იმუნური დაცვის გარდა, ნაყოფს უძლიერდება საკუთარი იმუნური სისტემა. თუმცა, ამ ეტაპისთვის, იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არასრულყოფილია. დაბადების შემდეგ თქვენი პატარა ანტისხეულებს მიიღებს ხსენით და რძით.
ამ კვირის განმავლობაში თქვენი პატარა 13 მილიმეტრით გაიზარდა სიგრძეში.