ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

30 კვირა

30 კვირა

თქვენ 30 კვირის ორსული ხართ

მშობიარობის თარიღის მოახლოებასთან ერთად თქვენი ორგანიზმი იწყებს  მზადებას.

ამ მომენტისთვის ნაყოფს შეუძლია სამყარო მის გარშემო აღიქვას ხუთივე გრძნობის გამოყენებითნაყოფის ფეხის ფრჩხილების ჩამოყალიბება სრულიად დამთავრდება, აგრეთვე თუ ნაყოფი არის მამრობითი სქესის  მისი სათესლე ჯირკვლები განაგრძობენ დაშვებას სათესლე პარკში.  უკანასკნელი კვირის განმავლობაში ნაყოფის თავის ტვინის აქტიური ზრდის გამო, მისი თავის ქალის გარშემოწერილობა გაიზარდა 9.5 მილიმეტრით.

მშობიარობის თარიღის მოახლოებასთან ერთად თქვენი ორგანიზმი იწყებს  მზადებას.

მათ შორის საშვილოსნოს კუნთები იწყებენ ვარჯიშს შეკუმშვაში და მოდუნებაში და ეს თქვენგან დამოუკიდებლად ხდებასაშვილოსნო მაგრდება ერთი  წუთით და   შემდეგ კვლავ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას რაც, ჩვეულებრივ,      უმტკივნეულოა.

ამ თვის განმავლობაში  თქვენ შეიძლება გაგივითარდეთ სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება. ამის მიზეზია ნაყოფის ზომაში ზრდა, რადგანაც საშვილოსნო სულ უფრო მეტად აწვება მუცლის ღრუს ორგანოებს ფილტვებისკენ და მათ უჭირთ ბოლომდე გაშლა. თუმცა ის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ღრმათ ჩაისუნთქოთ არ ნიშნავს, რომ თქვენ ან თქვენს ნაყოფს ჟანგბადის ნაკლებობა გემუქრებათ. ასევე შესაძლებელია შარდის ბუშტზე ზეწოლა და გახშირებული შარდვა. ზოგჯერ შარდის შეუკავებლობაც კი ხველებისსიცილისა და ცემინების  დროს. ამიტომაც მნიშვნელოვანია მენჯის ფსკერის კუნთების გასამაგრებელი (კეგელის) ვარჯიშის შესრულება.

სამშობიარო მოქმედების დაწყების შემთხვევაში ნაყოფს გადარჩენის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება წინა თვესთან შედარებით. 30 კვირისთვის ნაყოფის სიგრძე აღწევს 40 სმ-.

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">