ორსულებისთვის
29 კვირა
თქვენ 29 კვირის ორსული ხართ
ნერვული სისტემის ინტენსიური განვითარება
ამ პერიოდში ძალზე ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა. თქვენი პატარას ტვინი ზრდასთან ერთად იწყებს დანაოჭებას, რომელსაც ეწოდებათ ტვინის ხვეულები. დანაოჭებული ტვინი შეიცავს უფრო მეტ ნერვულ უჯრედებს. თავის ტვინის ინდივიდუალურ ნეირონებს შორის წარმოიქმნება ახალი კავშირები და ყალიბდება ნერვული უჯრედების ჯგუფები, რომლებიც მომავალში შეასრულებენ რთულ კოგნიტიურ ფუნქციებს.
ამ დროისთვის, სისხლის წითელი უჯრედების წარმოშობას დაასრულებს ელენთა და ამ ფუნქციას შეასრულებს ძვლის ტვინი. ( სისხლის წითელი უჯრედები თავდაპირველად გამომუშავდება ქსოვილის ჯგუფისგან, რომელსაც ეწოდება სისხლის კუნძულები, შემდეგ ღვიძლის, ხოლო შემდეგ კი ელენთის მიერ.) ელენთა ინარჩუნებს სისხლის უჯრედების ფორმირების შესაძლებლობას, ადამიანის მოწიფულობის ასაკშიც კი.
ამ მომენტიდან მშობიარობამდე თქვენი ბავშვის ზრდის ტემპი შემცირდება, თუმცა ის მაინც მოიმატებს 896 გრამს ამ თვის განმავლობაში.