ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

27 კვირა

27 კვირა

თქვენი ბავშვი 27 კვირისაა

თქვენი პატარა უფრო მგრძნობიარე ხდება

 ამ პერიოდისთვის თქვენი პატარა გახდება უფრო მგრძნობიარე სინათლის, ხმების, გემოსა და სუნის მიმართ. მას აგრეთვე აქვს გემოს შეგრძნება, თუმცა სანაყოფე წყლების გემო შეუმჩნეველია. იმ საკვებს, რითაც დედა იკვებება, შეუძლია სანაყოფე  წყლების გემოს შეცვლა. ამრიგად, ნაყოფი ეჩვევა იმ სახის საკვებსრასაც  იღებს დედა.

პატარას ტვინს შეუძლია მართოს რიტმული სუნთქვა და არეგულიროს სხეულის ტემპერატურა. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი ბავშვი დაიბადება ახლა, მის ტვინს ჩვეულებრივ შეუძლია სუნთქვის სტიმულირება, არსებობა და მოქმედება სამედიცინო ჩარევის გარეშე. თქვენი ბავშვის კანის მგრძნობელობა უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული, მისი ზედაპირი უფრო გლუვი, ღია ფერის და ნაკლებად წითელია, რადგან მისი ზედაპირის ქვეშ განლაგდება სხეულის ცხიმი. ცხიმი, რომელიც განლაგებულია თქვენი პატარას კანქვეშ, მონაწილეობს თბო-რეგულაციაშიხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას და აძლევს მას ენერგიის მარაგს სიცოცხლის  პირველი  დღეებისათვის.

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">