ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

25 კვირა

25 კვირა

თქვენ 25 კვირის ორსული ხართ

ნაყოფი ჰგავს მინიატურულ ადამიანს

ამ დროისათვის ნაყოფი თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებულია. მისი კანი დანაოჭებულია, მაგრამ უკვე იწყება კანქვეშა ცხიმის განვითარება. ფეხის თითებზე ზრდას იწყებს ფრჩხილები. სწრაფად ვითარდება ნაყოფის ტვინი და ფილტვების სისხლძარღვები. გრძელდება ძვალ-სახსროვანი სისტემის გამაგრება. წარმოიქმნება პირველი განავალი-მეკონიუმი.

ამ დროისთვის თქვენი ბავშვის ტვინის ნაოჭები ისეთივეა, როგორიც ახალ დაბადებული ბავშვის. ვითარდება ტვინის ის ნაწილები, რომლებსაც უკავშირდება სმენისა და მხედველობის ფუნქციები.

თქვენი პატარას ფიზიკურ ზრდასთან ერთად, ძლიერდება მისი მოძრაობაც. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ბავშვის მოძრაობას მისი ფეხის დარტყმით, ბრუნვით ან გაზმორვითორი საათის განმავლობაში უნდა იგრძნოთ სულ მცირე ათი დარტყმა

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">