ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

20 კვირა

20 კვირა

თქვენ 20 კვირის ორსული ხართ

თქვენი ორსულობის მეხუთე თვის დასასრული

ორსულობის მეხუთე თვის ბოლოსთვის, თქვენი საშვილოსნო აღწევს თქვენს ჭიპს.  ამ დროისთვის თქვენი პატარას წონა არის დაახლოებით 460.

თუ თქვენი პატარა არის მდედრობითი სქესის, ამ ეტაპისთვის მისი საშვილოსნო მთლიანად ჩამოყალიბებულია

მეხუთე თვეში ორსულ ქალს შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი ფიზიკური სიმპტომები: მოთეთრო ფერის ვაგინალური ჩამონაშალის (თეთრად შლა) მომატება, სისხლმდენი ღრძილები, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (საშვილოსნოს საყრდენი იოგების გაჭიმვის გამო), ყაბზობა, გულძმარვა, საჭმლის მონელების მოშლა, მეტეორიზმი ან შებერილობა, იშვიათად თავის ტკივილი, სისუსტე, ფეხის გაკავება, შეშუპება, ბუასილი, გახშირებული გულისცემა, ტკივილი ზურგის არეში და მუცლისა და სახის კანის პიგმენტაციის ცვლილებები. დაჭიმულობის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის მეხუთე თვეში.

მე-20 კვირისთვის ორსულის ოპტიმალური წონის მატება 3კგ-ია.

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">