ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

15 კვირა

15 კვირა

თქვენ 15 კვირის ორსული ხართ

მე -15 კვირისთვის ნაყოფი საშუალო ზომის ვაშლის მსგავსია.

ნაყოფს შეუძლია  მოღუშვა და სახის მიმიკის შეცვლა. მისი თვალის ბადურა სინათლისადმი მგრძნობიარე ხდება, თუმცა ის ჯერ ვერ ხედავსამ ეტაპისთვის ნაყოფი ისეა გაზრდილი და მოძლიერებული, რომ შესაძლებელია შეიგრძნოთ მისი მოძრაობა. პირველად ნაზ შეხებას იგრძნობთ მუცელზეადრეული ბიძგები 14-15 კვირაზეცაა შესაძლებელი. ძირითადად უფრო მკაფიოდ 18–19–20 კვირაზეა გამოხატულიპირველმა ორსულებმა ნაყოფის მოძრაობა შეიძლება შედარებით გვიან შეიგრძნონ, განმეორებითი ორსულებისათვის ეს საკმაოდ ნაცნობი შეგრძნებაა და უფრო ადრე  აფიქსირებენ მას.

ორსულობის  პირველ   პერიოდში   არსებულ  ზოგიერთ სიმპტომს ახალი შეგრძნებები ჩაენაცვლება. მცირდება გულისრევის შეგრძნება, ქრება ღებინება, მკერდის დაჭიმულობა, თავს იჩენს მადის მატება და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ემოციები კვლავ მერყეობს სიხარულს, ცუდ განწყობასა და აღგზნებადობას შორის. აღსანიშნავია, რომ ყველა ქალის ორსულობა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს  და  თქვენ  შეიძლება  გქონდეთ   ამ სიმპტომთაგან ყველა, ზოგიერთი ან არც  ერთი.

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">