ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

13 კვირა

13 კვირა

თქვენ 13 კვირის ორსული ხართ 

ამ პერიოდში ნაყოფი ეტაპობრივად ემზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის: უვითარდება სუნთქვის, ყლაპვის, წოვის რეფლექსები. ამ დროს ხდება ამნოინური  სითხის მოხვედრა კუჭში და იგი გადამუშავება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მის ადაპტაციას მუცლად ყოფნის შემდგომ პერიოდისადმიბავშვს არის უფრო მოქნილი, ატრიალებს თავს, აღებს პირს და ამოძრავებს ტუჩებს .  ამ დროისათვის ნაყოფი იწყებს ფეხების და ტერფების მოძრაობას, მას შეუძლია აბრუნოს ფეხები, ამოძრაოს მაჯები, მოხაროს თითები   და შეკრას მუშტი. თუმცა, თქვენ ჯერ ვერ გრძნობთ ნაყოფის მოძრაობას, რადგან ის არ ეხება საშვილოსნოს კედელს, ამ მოძრაობის დანახვა შეიძლება ულტრაბგერის საშუალებით

თქვენი ორგანიზმი ბუნებრივად იწყებს მუშაობას ორსულობის განმავლობაში რისკების შესამცირებლად, რაც გამოიხატება, სისხლის მოცულობის გაზრდითსისხლში  წითელი უჯრედების მომატებით, რაც უზრუნველყოფს უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებას და ასევე  აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს.

თქვენ ამ დროს იგრძნობთ მკერდზე მგრძნობელობის მომატებას. ქალები ორსულობის მეორე ტრიმესტრში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავსამ დროისთვის შესაძლოა იგრძნოთ   შეშუპება, რომელიც შესამჩნევი იქნება კოჭის სახსრისა და წვივის არეშითეძოზე და მკერდზე კანის გაჭიმვის გამო კანზე შეიძლება გაგიჩნდეთ სტრიები. დასაწყისში შეიძლება ჰქონდეს მოწითალო მოლურჯო შეფერილობა, შემდეგ შეფერილობა ქრება ხდება ვერცხლისფერი მოთეთრო ფერის.

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">